"ახლა გვაქვს ეპიდაფეთქება, უამრავ ადამიანს აქვს ჩუტყვავილა"- რას აცხადებს მაია ბუწაშვილი? | Allnews.Ge

"ახლა გვაქვს ეპიდაფეთქება, უამრავ ადამიანს აქვს ჩუტყვავილა"- რას აცხადებს მაია ბუწაშვილი?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

"ახლა გვაქვს ეპიდაფეთქება, უამრავ ადამიანს აქვს ჩუტყვავილა. საყურადღებოა, რომ მოზრდილებში საკმაოდ ბევრი შემთხვევაა. მოზრდილებმა განსაკუთრებით უნდა გამოიჩინონ ყურადღება და ჯობს, თუ მოზრდილს აქვს ჩუტყვავილა მიმართოს ექიმს. უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვებში მსუბუქად გადაივლის.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჩუტყვავილაზე ვაქცინაცია არ ხდება და ალბათ, კარგი იქნება, რომ ეს საკითხი დადგეს და ადრე თუ გვიან შევიდეს ეროვნულ კალენდარში და ბავშვები და ასევე ის მოზრდილები, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან აიცრან, იმიტომ რომ იმ ადამიანებში, ვისაც იმუნიტეტის რამე პრობლემა აქვს ან ქრონიკული დაავადებები ჩუტყვავილა შეიძლება მათში სერიოზული დაავადება იყოს და მძიმე გართულებებიც გამოიწვიოს, მაგალითად ფილტვის მხრივ, ნერვულის სისტემის მხრივ და ა.შ".

იხილეთ: რა უნდა ვიცოდეთ ჩიტყვავილაზე?

myquiz