პოლიციამ მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა - რა გახდა მკვლელობის სავარაუდო მოტივი? | Allnews.Ge

პოლიციამ მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა - რა გახდა მკვლელობის სავარაუდო მოტივი?

დღეს დი­ლით მუ­ხი­ან­ში, დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი კორ­პუ­სის ლიფ­ტში გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი 64 წლის რა­მაზ ბა­სი­ლა­ძე, რო­მე­ლიც მუ­ხი­ან­ში მე-4ბ მიკ­რო­რა­ი­ო­ნის 42-ე კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და, ანუ სა­დაც მისი ცხე­და­რი ნა­ხეს.

მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი მა­ლე­ვე ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტა ხნის წინ პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 45-წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა და მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი და­კი­თხვა. სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ნარ­კო­ტი­კე­ბია.

jorjoladze-56845-1679547873.webp

კი­თხვა­ზე, საქ­მე ეხე­ბა თუ არა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს, საქ­მის პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, რომ ამა­ზე კონ­კრე­ტულ პა­სუხს ჯერ ვერ გას­ცემს.

ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა და კი­თხვებს პა­სუხს გას­ცემს.

"და­ზი­ა­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი დად­გინ­დე­ბა და ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი. და­ი­კი­თხე­ბა ყვე­ლა მოწ­მე, სად და რო­გორ აღ­მო­ჩე­ნის [გარ­დაც­ვლი­ლი]. ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ირ­კვე­ვა. ყვე­ლა სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, ია­რაღ­საც ეძებს გა­მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს რომ იპო­ვოს”, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძემ.