"მთაწმინდის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ჩამოსვლა 4 წუთში იქნება შესაძლებელი" - რას აცხადებს კახა კალაძე? | Allnews.Ge

"მთაწმინდის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ჩამოსვლა 4 წუთში იქნება შესაძლებელი" - რას აცხადებს კახა კალაძე?

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­სა და მთაწ­მინ­დის პარ­კის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ბა­გი­რო გზის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ბა­გი­რო ერთ გზას ოთხ წუთ­ში და­ფა­რავს და სა­ათ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 100 მგზავრს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 2021 წელს და­ვი­წყეთ. ვფიქ­რობ, ერთ-ერთი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი დას­რულ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მთაწ­მინ­დის ფერდს, მიმ­დი­ნა­რე­ობს ახა­ლი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით - ტე­რი­ტო­რი­ი­დან მოგ­ვი­წია რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხის გა­სახ­ლე­ბა იმის­თვის, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი უსაფრ­თხოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბის შემ­დეგ, არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ყო­ფი­ლი­ყო. მთაწ­მინ­დის პარ­კი­დან რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­მოს­ვლა და პი­რი­ქით, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ოთხი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ბა­გი­რო ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 100 მგზავრს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2023 წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა გან­მარ­ტა, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­სა და მთაწ­მინ­დის პარ­კის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ბა­გი­რო გზა­ზე 21 გონ­დო­ლა იმოძ­რა­ვებს და გზის და­ფარ­ვის სა­შუ­ა­ლო სიჩ­ქა­რე 4.07 წუთი, მარ­შრუ­ტის სიგ­რძე კი - 845,55 მეტ­რი იქ­ნე­ბა.

myquiz