ანეკდოტი, რომლის გამოც ახალგაზრდა კაცს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება
რიაზანის რეგიონის მცხოვრებ ვასილ ბოლშაკოვს დატუსაღება ანეკდოტის გამო ემუქრება. BBC-ის ინფორმაციით, მისი სახლი უკვე გაჩხრიკეს და კაცს, რომელიც რუსეთიდან ოჯახთან ერთად სამუდამოდ წასვლას აპირებდა, ახლა პასპორტი ჩამორთმეული აქვს.
"- სერგეი, რატომ ვიხევთ ხერსონიდან?
- ვალოდია, თქვენ ხომ თავად ბრძანეთ უკრაინის განთავისუფლება ფაშისტებისგან და ნაცისტებისაგან ..."
ეს გახლავთ ანეკდოტი, რომელივ 38 წლის კაცმა, ქალაქ კასიმოვიდან, გასული წლის ნოემბრის დასაწყისში VKontakte-ზე დაწერა და რის გამოც მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმე შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით აღიძრა. ადვოკატი ანასტასია ბურაკოვა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პოლიტიკურ ხუმრობას მოჰყვა რუსეთის უახლეს ისტორიაში.
14 თებერვალს ბოლშაკოვის სახლი გაჩხრიკეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს 2-დან 7 წლამდე ასაკის, ის და მისი მეუღლე მეოთხეს ელოდებიან.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილების თარიღი სიმბოლური აღმოჩნდა: 2023 წლის 24 თებერვალი.
საჩივარი ხუმრობის გამოვასილი ბოლშაკოვი პროგრამისტი და კერძო მეწარმეა. მშობლიურ კასიმოვში Lair time club - ს ფლობს, რომელიც თინეიჯერების დასასვენებელი ადგილია, სადაც თამაშობენ "მაფიას“ და სხვა სამაგიდო თამაშებს, ოღონდ არა ფულზე. კაცი ამბობს, რომ კლუბიდან შემოსავალი არ აქვს. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდობა, რომელიც დიდი ოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს, რაღაცით დაეკავებინა.
ვასილის თავგადასავალი 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო. იმჟამად პირველად უჩივლეს Vkontakte-ზე დაწერილი კომენტარის გამო, თუმცა ციხეს ჯარიმით გადაურჩა. კიდევ სამი საჩივარი შემოდგომაზე დაიწერა. კაცი ამბობს, რომ პირადად არ იცნობს არცერთ მომჩივანს. მისი ადვოკატი ანდრეი კურიატნიკოვი არ გამორიცხავს, რომ ამ საჩივრებზეც, შესაძლოა, ახალი სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას.