"ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ "გარაჟებთან", გაგუდული..." - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბებია? | Allnews.Ge

"ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ "გარაჟებთან", გაგუდული..." - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბებია?

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და 16 მარტს დიდ დი­ღომ­ში, სა­დაც 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი გამ­თე­ნი­ი­სას იპო­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ბავ­შვი სა­თა­მა­შოდ იყო გა­სუ­ლი და გა­უ­ჩი­ნარ­და. შუ­ა­ღა­მეს ვნა­ხეთ "გა­რა­ჟებ­თან", გა­გუ­დუ­ლი, ყელ­ზე ნა­კაწ­რე­ბი ჰქონ­და... იქვე ნა­ღე­ბი­ნე­ბი იყო, სა­ხე­ზე კი მიწა ჰქონ­და. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ბავ­შვი იმ მი­ფა­რე­ბულ ად­გი­ლას?! ან რა­ტომ ჰქონ­და ყელ­ზე ნა­კაწ­რე­ბი? ყვე­ლა­ფე­რი უნდა დად­გინ­დეს! რო­გორ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა?!" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ბე­ბია ambebi.ge - სთან.

მო­ზარ­დის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი, ად­გილ­ზე კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლეს. არას­რულ­წლო­ვა­ნი გუ­შინ, პეტ­რი­წის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­კარ­გა. ბო­ლოს ის ამა­ვე ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, სკვერ­ში სა­ქა­ნე­ლა­ზე შე­ნიშ­ნეს, გვი­ან ღა­მით კი, სკვე­რი­დან მო­შო­რე­ბით, ბნელ ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

myquiz