"იგივეს გავაკეთებ თუ საჭირო იქნება, დაუზარელად" - რას ჰყვება აქციების კიდევ ერთი სიმბოლო, ბიჭი წითელი ქუდით | Allnews.Ge

"იგივეს გავაკეთებ თუ საჭირო იქნება, დაუზარელად" - რას ჰყვება აქციების კიდევ ერთი სიმბოლო, ბიჭი წითელი ქუდით

7-8 მარ­ტის აქ­ცი­ებს და პროს­ტესტს, რომ­ლის შე­დე­გად პარ­ლა­მენ­ტმა "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი" ჩა­აგ­დო, თა­ვი­სი გმი­რე­ბი ჰყავს. გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს ქალი რო­მე­ლიც წყლის ჭავ­ლის პი­რის­პირ აფ­რი­ა­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შას, მას­თან მა­ლე­ვე ჩნდე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ბიჭი, წი­თე­ლი ქუ­დით, რო­მელ­საც სხვა პრო­ტეს­ტან­ტე­ბიც უერ­თდე­ბი­ან და ქალს ამაგ­რე­ბენ, რათა ის წყლის ჭავლმა არ წა­აქ­ცი­ოს.

ეს კად­რე­ბი მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა და არა­ერ­თმა უცხო­ურ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ა­შუ­ქა. ქალი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შით ნანა მა­ლაშ­ხი­აა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე იც­ნობს.

ბიჭი წი­თე­ლი ქუ­დით კი 33 წლის ლე­ვან ქა­რუ­მა­ძეა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით მეღ­ვი­ნეა. ლე­ვან­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან"ისა­უბ­რა პრო­ტეს­ტის შე­სა­ხებ. ამ­ბობს, რომ რო­დე­საც ნანა და­ი­ნა­ხა წყლის ჭავ­ლის პი­რის­პირ, მა­შინ­ვე მიხ­ვდა, რომ მის­კენ უნდა წა­სუ­ლი­ყო.

maxresdefault-1678769976.jpg

"ეგ­რე­ვე მივ­ხვდი, რომ მის­კენ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ხელი შე­მე­წყო, გვერ­დით დავ­დგო­მო­დი და და­მეც­ვა. ჩვე­ნა ბო­ბო­ქარ­მა ქალ­მა, ნა­ნამ ჭავ­ლი რომ აი­ცი­ლა, მე სხვა­გან ვი­ყუ­რე­ბო­დი და პირ­ვე­ლად თავ­ში მომ­ხვდა, ცოტა ნა­ვარ­ჯი­შე­ბი რომ ვარ, გა­დავ­რჩი - არ წა­ვი­ქე­ცი. ნა­ნას და­ტო­ვე­ბაც არ მინ­დო­და. ჩემ­თვის ის მარ­თა­ლი იყო და უბ­რა­ლოდ მსურ­და, რომ გვერ­დით დავ­დგო­მო­დი. მე­ჭავ­ლე ბიჭი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რობ­და.

არ მინ­დო­და რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო (გუ­ლის­ხმობს ქალს, ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შით) მინ­დო­და რომ გა­მე­მაგ­რე­ბი­ნა და დავ­ხმა­რე­ბო­დი. იხილეთ სრულად

myquiz