"ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, სად მყავს ამ დროს ოჯახი... თქვენ სად იყავით მაგ მომენტში?" - 7-8 მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული მოზარდი | Allnews.Ge

"ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, სად მყავს ამ დროს ოჯახი... თქვენ სად იყავით მაგ მომენტში?" - 7-8 მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული მოზარდი

თბი­ლის­ში, 7-8 მარტს, ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბი­დან, არა­ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, სა­გუ­ლის­ხმო კად­რი შე­მორ­ჩე­ბა ის­ტო­რი­ას. მა­გა­ლი­თად: ქალი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შით ხელ­ში, "რო­ბო­კო­პე­ბის" წინ სქ­რო­ლით მო­სე­ირ­ნე ბიჭი თუ ჭყლის ჭავლთან სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით მო­ცეკ­ვა­ვე მა­მა­ცი, ლაღი გო­გო­ნა.

16 წლის მო­ზარ­დი, რომ­ლის კადრმაც არამ­ხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, უცხო­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც და­ი­პყრო, ავ­რცე­ლებს ვი­დე­ო­მი­მარ­თვას და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კას პა­სუ­ხობს.

"ბევ­რს აინ­ტე­რე­სებ­და, მე რომ 16 წლის ბავ­შვი წყლის ჭავლზე ვხტუ­ნა­ობ, სად მყავს ოჯა­ხი, რას აკე­თებ­და ამ დროს ჩემი ოჯა­ხი. რა უნდა 16 წლის ბავ­შვს იქო. ჩემი ოჯა­ხი ჩემ­თან ერ­თად იდგა იქ: ჩემი 2 ძმა და ჩემი და. ჩემი კი­დევ ორი ძმა ვერ იდგა იმის გამო, რომ ერთი უცხო­ეთ­შია და მე­ო­რე ჩემს დის­შვი­ლებ­თან იჯდა. ჰოდა, რავი, ვინც მაგ კო­მენ­ტა­რებს წერთ, ან თქვენ სად იყა­ვით, ან თქვე­ნი ოჯა­ხი სად იყო მაგ მო­მენ­ტი", - აცხა­დებს მო­ზარ­დი.

myquiz