"დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას" - მერაბ დვალიშვილის ტრიუმფი, განადგურებული რუსი მეტოქე და ქართველი მებრძოლის მიმართვა | Allnews.Ge

"დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას" - მერაბ დვალიშვილის ტრიუმფი, განადგურებული რუსი მეტოქე და ქართველი მებრძოლის მიმართვა

UFC-ის ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა, კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე პრინ­ცი­პუ­ლი ბრძო­ლა მო­ი­გო. დღეს, 12 მარტს მან რუსი პი­ოტრ იანი და­ა­მარ­ცხა.

და­პი­რის­პი­რე­ბა ხუთი რა­უნ­დი გაგ­რძელ­და და ქარ­თვე­ლის უპარ­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა. ხუ­თი­ვე რა­უნდში დვა­ლიშ­ვი­ლი დო­მი­ნი­რებ­და სა­ბო­ლო­ოდ კი ქარ­თველ­მა ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

merabi1-28124-1678608748.webp

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­რაბ­მა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა - სავ­სე დარ­ბა­ზი, ტე­ლე­ეკ­რან­თან კი მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა იმის­თვის, რომ ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ეთ­ქვა - "დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას."

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მისი სი­ტყვა ასე­თი იყო:

"ჩემ­თვის ეს პრინ­ცი­პუ­ლი და პი­რა­დი ბრძო­ლა იყო. დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას, დი­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს, დი­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას, შეწ­ვი­ტეთ ომი!"

დარ­ბაზ­ში მე­რაბს არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რობ­და და წარ­მა­ტე­ბის სი­ხა­რუ­ლი ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მათ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რა. "ჩვენ ეს შევ­ძე­ლით", - უთხრა გულ­შე­მატ­კივ­რებს დვა­ლიშ­ვილ­მა.

myquiz