რატომ არის საშიში ვაშლის კურკის გადაყლაპვა და რა ზიანი მოაქვს გამწვანებულ კარტოფილს? | Allnews.Ge

რატომ არის საშიში ვაშლის კურკის გადაყლაპვა და რა ზიანი მოაქვს გამწვანებულ კარტოფილს?

გადაცემაში "ექიმები" ასახელებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც, სასარგებლოა, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ისინი შესაძლოა, საფრთხესაც კი შეიცავდნენ:

ლევან რატიანი: ვაშლი - ვაშლის კურკას თავისებურ გემოს ციანიდი აძლევს. ეს არის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც გარკვეული დოზის შემდეგ ტოქსიკურ ეფექტს იძლევა და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ეს ვაშლის ჯიშზე არ არის დამოკიდებული და დიდი დოზით ციანიდი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოაგდენს. თუმცა, ვაშლის კურკა დიდი რაოდენობით ამ ნივთიერებას არ შეიცავს და აღნიშნულიდან გამომდინარე, ის საფრთხის შემცველი ვერ იქნება, მაგრამ შესაძლოა, ისეთი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორებიცაა: გულის რევის შეგრძნება, თავის ტკივილი, შფოთვა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ვაშლის კურკა გარედან მყარი გარსითაა დაფარული, რომელსაც კუჭის წვენი ვერ შლის. ამიტომ, მისი შემადგენელი სტრუქტურა, რომელშიც ციანიდი შედის, ორგანიზმში ვერ მოხვდება და ნაწლავები ვერ შეიწოვს. იგივე შეიძლება ვთქვათ ალუბლის კურკაზე, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს ციანიდს.

რეზო ომიაძე: მწვანე კარტოფილი - როდესაც კარტოფილი მწვანდება, როგორც წესი, მას გამწვანებულ ნაწილს ვაცილებთ და ისე ვამზადებთ. თუმცა, ეს პრობლემის მხოლოდ ვიზუალურ მხარეს აგვარებს. მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც გლუკოალკალოიდი ჰქვია, კარტოფილის სიღრმეშიც აღწევს და მას საკვებად უვარგისს ხდის. მწვანე კარტოფილის ხშირად და დიდი რაოდენობით მირთმევამ შესაძლოა, ღებინება და თავის ტკივილი გამოიწვიოს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული, რომ მივირთვათ.

პოპკორნი - აუცილებლად უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რომ ფერად და ლამაზ პაკეტებში შეფუთული პოპკორნი ხშირად სხვადასხვა დანამატითაა გაჯერებული. ამ დანამატებმა შესაძლოა, ფილტვებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ფერად პარკებში შეფუთული პოპკორნი ისეთ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, როგორიცაა დიაცეტილი. გაგიკვირდებათ და არსებობს ასეთი ტერმინი - პოპკორნის ფილტვი. ეს არის ფილტვის ძალიან მძიმე დაავადება, რომელსაც დიაცეტილის დიდი რაოდენობით შესუნთქვა იწვევს. ამ დაავადებას სახელი დაერქვა იმის გამო, რომ ხშირად პოპკორნის ქარხანაში მომუშავე ადამიანებს ემართებათ. თავისთავად, პოპკორნი ჩვენი ჯანმრთელობისათვის მავნე არ არის, ამიტომ შეგიძლიათ, მიირთვათ. სახლში გაკეთებული უკეთესია. იხილეთ სრულად

myquiz