რატომ დააკავეს უკრაინიდან ჩამოსული ნადიმ ხმალაძე? | Allnews.Ge

რატომ დააკავეს უკრაინიდან ჩამოსული ნადიმ ხმალაძე?

"პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ძა­ლი­ან ცუდი რამ მი­თხრეს, ისე­თი ცუდი სი­ტყვით მომ­მარ­თეს, თქვენ­თან ვერც გა­ვი­მე­ო­რებ, ხე­ლე­ბი ამი­კან­კალ­და, ძლივს მოვ­თო­კე თავი..." - ამის შე­სა­ხებ, ზა­ჰე­სის იზო­ლა­ტო­რი­დან დახ­სნილ­მა ნა­დიმ ხმა­ლა­ძემ მი­თხრა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, ნა­დიმ ხმა­ლა­ძე პო­ლი­ცი­ამ მა­შინ და­ა­კა­ვა, რო­დე­საც მას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უს ვი­წერ­დი. მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მიზ­ნებ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში, ფრონ­ტის ხაზ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ჩე­რა და ტე­ლე­ფო­ნის გა­თიშ­ვა უბ­რძა­ნა...

ბა­ტონ ნა­დიმს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ მე­გობ­რე­ბი და ად­ვო­კა­ტე­ბი. დღის ბო­ლოს კი ზა­ჰე­სის იზო­ლა­ტორ­ში მი­აგ­ნეს. რის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, რა გა­დახ­და თავს ზა­ჰე­სის იზო­ლა­ტორ­ში, ამ და კი­დევ ბევრ სხვა ამ­ბავს ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის თა­ვად გვი­ამ­ბობს:

ნა­დიმ ხმა­ლა­ძე:

- თქვენ რომ გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, თბი­ლი­სი გა­ლე­რე­ა­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. პო­ლი­ცია კი და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე. მო­უ­ლოდ­ნე­ლად წრე შე­მო­მარ­ტყეს და სა­ბუ­თე­ბი მომ­თხო­ვეს. ვუ­თხა­რი, რომ ჟურ­ნა­ლისტს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი და ტე­ლე­ფონს ვერ გავ­თი­შავ­დი. ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა უხე­შად მი­თხრა - გა­თი­შე ეგ ტე­ლე­ფო­ნიო. ვუ­თხა­რი - კარ­გი-მეთ­ქი და გავ­თი­შე. ისევ უხე­შად მი­თხრეს - სა­ბუ­თე­ბი მო­მე­ციო. მი­ვე­ცი, ჩა­ი­ხე­დეს და მკი­თხეს - ხუ­ლო­დან ხარო? - კი, აჭა­რე­ლი კაცი ვარ-მეთ­ქი. - მერე რა ჩემი ის გინ­და აქო? ჯერ გავ­შრი, გავ­ფით­რდი, მერე ავ­კან­კალ­დი. ჩემს თავს შე­მო­ვუ­ძა­ხე, არ აჰ­ყვე, ამა­თაც ეს უნ­და­თქო და ისღა ვუ­თხა­რი, - მე ჩემს სამ­შობ­ლო­ში ვარ, იქ­ნებ რუ­სებს ჰკი­თხოთ, აქ რა უნ­და­თქო. ამ ამ­ბავ­მა 35 წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი გა­მახ­სე­ნა. თბი­ლის­ში „გა­იშ­ნიკ­მა“ გა­მა­ჩე­რა და სა­ბუ­თებ­ში რომ ჩა­ი­ხე­და, მკი­თხა - თა­თა­რი ხარო? მა­შინ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ემო­ცი­ე­ბი ვერ მოვ­თო­კე და იმ სამ­ხრე­ე­ბი ავაგ­ლი­ჯე. ჩვენ­თვის, აჭარ­ლე­ბის­თვის ეს ძა­ლი­ან მძი­მე სა­კი­თხია. ახ­ლაც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ამის მოს­მე­ნა, მაგ­რამ მოვ­თო­კე თავი. ახლა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რა არის?! მიც­ნო­ბენ, მაგ­რამ მე­კი­თხე­ბი­ან - ვინ ხარო? მერე მან­ქა­ნა­შიც მი­თხრეს - ყო­ველ­დღე გი­ყუ­რებ­თო. შე­იძ­ლე­ბა გუ­ლუბ­რყვი­ლო ვარ, მაგ­რამ მო­მეჩ­ვე­ნა, რომ უფ­რო­სის გარ­და ყვე­ლა ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო.

khmaladze-nadim-68213-1678519595.jpg

- ასე რის სა­ფუძ­ველ­ზე იფიქ­რეთ?

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვიბ­რძვი. რაც ჩა­მო­სუ­ლი ვარ პო­ლი­ცია კი არ მით­ვალ­თვა­ლებს, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით დამ­დევს. არც კი ცდი­ლო­ბენ შე­ნიღბვას, ნაგ­ლად მი­მა­ნიშ­ნე­ბენ, რომ დამ­დე­ვენ. სხვა მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს, გარ­და იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ვიბ­რძვი. არას­დროს არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, პი­რი­ქით, რაც თავი მახ­სოვს, სულ ვმუ­შა­ობ, ვშრო­მობ და ვცდი­ლობ, ჩემი ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში პა­ტა­რა აგუ­რი დავ­დო. ესე­ნი კი სულ რა­ღა­ცას მე­და­ვე­ბი­ან, სა­სა­მარ­თლო­ში მი­ჩი­ვი­ან, მო­ვი­გებ საქ­მეს ისევ მი­ჩი­ვი­ან, მო­ვი­გებ, ისევ მი­ჩი­ვი­ან... დამ­ტან­ჯეს! მე­უბ­ნე­ბი­ან „ნაცი“ ხარო. სი­ნამ­დვი­ლე­ში არ „ნაცი“ ვარ არც „ქოცი“ ვარ. ახლა ისე გა­მამ­წა­რეს, ყვე­ლა პრო­და­სავ­ლურ პარ­ტი­ას და­ვუ­ჭერ მხარს, ვინც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, სუ­ლერ­თია „ლელო“ იქ­ნე­ბა ის, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, თუ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი. მთა­ვა­რია, რუ­სე­თის­კენ არ იყუ­რე­ბო­დეს. რუ­სეთ­თან ბრძო­ლას ბევ­რი რამ შევ­წი­რე, უფრო სწო­რად ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რამ - სიყ­ვა­რუ­ლი.

myquiz