რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო ბინადრობის ნებართვა საქართველოში? | Allnews.Ge

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო ბინადრობის ნებართვა საქართველოში?

2022 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღება რუსეთის 7 860 მოქალაქემ მოითხოვა. აღნიშნულ მონაცემებს იუსტიციის სამინისტრო პარლამენტის წევრს პაატა მანჯგალაძეს სადეპუტატო კითხვის პასუხად უგზავნის.

უწყების ცნობით, გასულ წელს ჯამში გაკეთებული 7 860 განაცხადიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე დაკმაყოფილდა 3 297 განცხადება. აქედან, 1 666 განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებით უფლებას (ყოფილი საქართველოს მოქალაქე) შეეხებოდა, ხოლო 1 625 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ IDFI-მ გამოაქვეყნა პუბლიკაცია თუ როგორი იყო რიცხვებში რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე. მათ შორის მოცემულია სტატისტიკა ბინადრობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1 598 მოქალაქეზე. ხოლო უარი 434 მოქალაქეს ეთქვა. იხილეთ სრულად

myquiz