ვინ არის ერთადერთი დეპუტატი, ვინც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მეორე მოსმენისას დაუჭირა მხარი? | Allnews.Ge

ვინ არის ერთადერთი დეპუტატი, ვინც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მეორე მოსმენისას დაუჭირა მხარი?

პარ­ლა­მენ­ტმა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი მე­ო­რე მოს­მე­ნით ჩა­აგ­დო.

"ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი კენ­ჭისყრა­ზე გან­ხილ­ვის გა­რე­შე და­ა­ყე­ნეს. მის წი­ნა­აღ­მდეგ ხმა 35 დე­პუ­ტატ­მა მის­ცა, მხა­რი 1-მა და­უ­ჭი­რა, ხოლო სხდო­მას სულ 112 კა­ნონ­მდე­ბე­ლი ეს­წრე­ბო­და.

ერ­თა­დერ­თი დე­პუ­ტა­ტი, ვინც მხა­რი და­უ­ჭი­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი დი­მიტ­რი (დიტო) სამ­ხა­რა­ძეა. ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­ვა მუ­დამ და აქამ­დე თავი იმით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა ყვე­ლა­ზე მე­ტად, რომ გა­სუ­ლი წლის 3 ივ­ლი­სის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან მი­სულ აქ­ცი­ის - "შინ ევ­რო­პის­კენ" მო­ნა­წი­ლე­ებს უშ­ვე­რად აგი­ნა.

კად­რებ­ში ის­მის გი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­სა­მარ­თი­თაც.

myquiz