10 არასწორი ქმედება, რომელთა გამოც ნაოჭები ჩნდება | Allnews.Ge

10 არასწორი ქმედება, რომელთა გამოც ნაოჭები ჩნდება

ყველა ფიქრობს იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდხანს ჰქონდეს ახალგაზრდა და ელასტიკური კანი.უამრავ ფულს ვხარჯავთ ძვირად ღირებულ თავის მოვლის საშუალებებსა და სასწაულმოქმედ კრემებზე. თუმცა მთელი ეს ძალისხმევა ამაოა, თუ ის მავნე ჩვევები გვაქვს, რომლებიც ხელს უწყობს სიბერის პროცესს. თუ გსურთ, რომ კანი რაც შეიძლება დიდხანს იყოს გლუვი და ხავერდოვანი, გადახედეთ ცხოვრების წესს – ზოგჯერ ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებებს შეუძლია სარგებლის მოტანა. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გავრცელებულ ჩვევას, რომლებიც სახეზე ნაოჭების გაჩენას იწვევს.

SPF-ის შემცველი კრემების იგნორირება

ეს პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულშია აქტუალური – მართალია, მზე გიყვართ, მაგრამ თქვენს კანს – არა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით მზის სხივების მავნებლობის შესახებ, მაინც არ ვიყენებთ SPF-ის შემცველ კრემებს. ის არა მხოლოდ პლაჟზე გარუჯვისას გჭირდებათ, არამედ ყოველდღიურადაც. მაშინაც კი, როცა უბრალოდ სამსახურში მიდიხართ. თუ მთელი წელი ერთსა და იმავე საყვარელ საცხს ხმარობთ, შეცვალეთ ეს ჩვევა – ზაფხულში უთუოდ SPF-ის შემცველი კრემი გჭირდებათ.

საღეჭი რეზინის სიყვარული

როგორც სარეკლამო სლოგანიდან გვახსოვს – ჯანსაღი სუნთქვა ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას აუმჯობესებს – ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ თუ საღეჭი რეზინის მოხმარება ჩვევად გაქვთ, თქვენ რისკის ზონაში აღმოჩნდებით. ყბის ხშირი მოძრაობა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, პირის ირგვლივ ნაზოლაბიალური ნაკეცებისა და ნაოჭების წარმოშობის მიზეზი გახდეს. აქ ყველაფერი მარტივადაა – თუ ხშირად ჭმუხნით წარბებს, შუბლზე ნაოჭები ჩნდება და თუ გამუდმებით ღეჭავთ, კანი პირის ირგვლივ იჭიმება და ფორმას იცვლის. ამიტომ უმჯობესია საღეჭი რეზინი მენთოლიანი დრაჟეებით შეცვალოთ.

კანის გასუფთავების მეტისმეტი სიყვარული

რა თქმა უნდა, კანის გასუფთავებაში ცუდი არაფერია, განსაკუთრებით, თუ მიდრეკილება აქვს აკნესა და ცხიმიანობისკენ. მაგრამ მეტისმეტი სისუფთავის მოყვარულები იყენებენ სხვადასხვა სკრაბს, პილინგს, ჯაგრისს მის გასაწმენდად და ამით ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადადიან. თუ სკრაბს კვირაში ორზე მეტად იყენებთ და სახეს მუდმივად ტონიკებითა და ლოსიონებით იწმენდთ, ზუსტად ის დროა, რომ შეწყვიტოთ ამის გაკეთება. კოსმეტიკური საშუალებებით ანადგურებთ კანის პH ბალანსს და მის ბუნებრივ გარემოს. ამის გამო ეცემა მისი იმუნიტეტი და მიკრობებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი. თქვენ ვერც კი აცნობიერებთ, რომ ასეთი მოქმედებით მის გამოშრობას უწყობთ ხელს, ეს კი უპირველესი მიზეზია ნაოჭების გაჩენისა.

დილით სახის გასუფთავება გამწმენდი საშუალებებით

ღამით სრულიად ნორმალურია, რომ სახე გამწმენდი კოსმეტიკური საშუალებებითა და მიცელარული წყლით დავიბანოთ, მაგრამ რა საჭიროა ძილის მერე? დილით საკმარისია მხოლოდ წყალი შევისხათ სახეზე და კოსმეტიკური ყინული გამოვიყენოთ. სულ ეს არის! იხილეთ სრულად

myquiz