"გმირის შვილი ვარ" - ვინ არის 14 წლის მოზარდი აქციიდან, რომლის დაკავების კადრებიც გავრცელდა | Allnews.Ge

"გმირის შვილი ვარ" - ვინ არის 14 წლის მოზარდი აქციიდან, რომლის დაკავების კადრებიც გავრცელდა

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 8 მარტს პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ნახა კად­რე­ბი, რო­გორ აკა­ვებ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მო­ზარდს, ის კი ამ­ბობ­და, რომ გმი­რის შვი­ლია. რო­გორც გა­ირ­კვა, სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა როცა გა­ი­გეს, რომ ის არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, მისი და­კა­ვე­ბა გა­და­ი­ფიქ­რეს.

რო­გორც გა­ირ­კვა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე მო­ზარ­დი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გმი­რის, თა­მაზ ნი­კი­ტი­ნის 14 წლის შვი­ლი, საბა ნი­კი­ტი­ნია. მისი მამა 26 წლის იყო როცა რუს ოკუ­პან­ტებ­თან ომში და­ი­ღუ­პა. საბა კი მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა.ამ ორი­ო­დე დღის გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც "მთა­ვარ­მა“ მო­ამ­ზა­და, საბა ნი­კი­ტი­ნი თა­ვის თა­ნა­ტოლ, 2008 წლის ომს შე­წი­რუ­ლი გმი­რე­ბის შვი­ლებ­თან ერ­თად სა­უბ­რობს.

"მე ვარ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი გმი­რის თა­მაზ ნი­კი­ტი­ნის შვი­ლი, საბა ნი­კი­ტი­ნი. მე ვგმობ რუ­სეთს, მა­მა­ჩემს რუ­სე­თის­თვის არ უბ­რძო­ლია. მა­მა­ჩე­მი ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ევ­რო­პულ მო­მა­ვალს შე­ე­წი­რა. ძირს რუ­სე­თი, მე ვირ­ჩევ ევ­რო­პას“, - ამ­ბობს საბა.

sviili111-66655-1678430440.jpg

თა­მაზ ნი­კი­ტი­ნის შე­სა­ხებ ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "დედა ომში წა­სულ შვილს შე­ეხ­მი­ა­ნა. შვი­ლი მა­ლავ­და, რომ ცხინ­ვალ­ში იბ­რძო­და, დე­დას მო­ეს­მა აფეთ­ქე­ბის ხმა და "ვა­ი­მე დედა“... კავ­ში­რი გა­წყდა... 26 წლის ვაჟ­კა­ცი გმი­რუ­ლად და­ე­ცა სამ­შობ­ლოს მი­წა­ზე.

თა­მა­ზის უფ­რო­სი შვი­ლი გი­ორ­გი ნი­კი­ტი­ნი და­ი­ბა­და 2004 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს. მო­უთ­მენ­ლად ელო­და მე­ო­რე შვილს, საბა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, შობა ღა­მით.

თა­მაზ ნი­კი­ტი­ნი 1982 წელს და­ი­ბა­და ქუ­თა­ის­ში. მშობ­ლე­ბის­თვის მე­ო­რე ვაჟი იყო.

ნელი მჭედ­ლი­ძე, დედა: "თა­ვი­სე­ბუ­რი ბავ­შვი იყო. სულ სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბო­და, სულ რა­ღა­ცის მოს­წრე­ბა­ზე იყო, ხში­რად მით­ქვამს, დამ­შვიდ­დი, გა­ა­ა­ნა­ლი­ზე და ისე მო­ი­ქე­ცი-მეთ­ქი, მაგ­რამ წა­მებ­ში რე­ა­გი­რებ­და ყვე­ლა­ფერ­ზე. ძა­ლი­ან სულსწრა­ფი იყო“.

ძმებ­მა ერ­თად მო­ი­ა­რეს ბაღი, სკო­ლა, სამ­ხედ­რო ლი­ცე­უ­მი, ჯარი...

ძმე­ბი სა­სა­ზღვრო ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­დნენ. ჯა­რის­კა­ცუ­რი შე­მარ­თე­ბა გე­ნებ­ში ჰქონ­დათ- ბი­ჭე­ბის ბა­ბუა თეთ­რგვარ­დი­ე­ლი იყო, წით­ლებ­მა დახ­ვრი­ტეს...

დედა: "იმ­დე­ნად კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­დათ, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლოს სა­ნამ მო­იხ­დიდ­ნენ, შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, აკა­დე­მი­ა­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ სწავ­ლა. მა­შინ დიდი თან­ხე­ბი იყო სა­ჭი­რო, სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და, სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მა­შინ ვა­ლე­რი ჩხე­ი­ძე იყო, მან გვი­თხრა, რომ თუ ნა­ხე­ვარს გა­და­ვიხ­დი­დით, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის ნა­ხე­ვარს დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­და­უხ­დი­და, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვქონ­და, ობ­ლე­ბი იყ­ვნენ, მამა ადრე გარ­და­ეც­ვა­ლათ. შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­ზავ­ნა შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ 4 წელი უნდა ეს­წავ­ლათ, შემ­დეგ კი­დევ 4 წელი უკ­რა­ი­ნა­ში ემ­სა­ხუ­რათ, ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო...“ იხილეთ სრულად

myquiz