ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს | Allnews.Ge

ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი კანონით დადგენილი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვა გახდა.

ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლო პროცესი მოსამართლემ 10 მარტის 16:00 საათისთვის ჩანიშნა.

მოსამართლის განმარტებით, ის ჯაფარიძისა და მოსიაშვილის ადვოკატებს დროს აძლევს, რომ საქმის მასალებს გაეცნონ და დამატებითი მტკიცებულებები წარადგინონ.

myquiz