"კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავიტანთ და კენჭისყრაზე ჩავაგდებთ" - მამუკა მდინარაძე | Allnews.Ge

"კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავიტანთ და კენჭისყრაზე ჩავაგდებთ" - მამუკა მდინარაძე

ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ორი­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტი ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ი­დან გა­მო­თხო­ვი­ლია.

ამას­თან, რო­გორც მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, „ხალ­ხის ძა­ლამ“ ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის ის ვერ­სი­აც გა­მო­იხ­მო უკან, რომ­ლის გან­ხილ­ვაც პარ­ლა­მენტს ჯერ არ და­უ­წყია, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტის იმ ვერ­სი­ას, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით უკვე მი­ი­ღო, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას მე­ო­რე მოს­მე­ნა­ზე გა­ი­ტა­ნენ, თუმ­ცა მხარს არ და­უ­ჭე­რენ და ამ ფორ­მით ჩა­აგ­დე­ბენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ უკვე გა­აგ­ზავ­ნა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში თა­ვი­სი წე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გა­მოხმო­ბის შე­სა­ხებ, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­ზე მოხ­დეს გან­ხილ­ვა და დას­კვნის გა­მოგ­ზავ­ნა. ერთი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­ცე­დუ­რუ­ლად, „ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ უკვე გა­მოხმო­ბი­ლია და გაგ­ზავ­ნი­ლია წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ხელ­ზე, რო­გორც ეს პრო­ცე­დუ­რუ­ლად ხდე­ბა, იმის შე­სა­ხებ, რომ ის არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სა­კითხს, შე­საძ­ლოა, ეს გარ­კვე­უ­ლი ფორ­მა­ლო­ბაც იყოს, მაგ­რამ მა­თი­ვე მხრი­დან მი­წე­რი­ლია წე­რი­ლი, რომ უარს ამ­ბო­ბენ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონპ­რო­ექტს გაწ­ვე­ვის გზებს, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი მოს­მე­ნი­თაა გან­ხი­ლუ­ლი, რო­გორც წესი, სა­ქარ­თვე­ლოს რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, მე­ო­რე მოს­მე­ნით გავა და მე­ო­რე მოს­მე­ნით ჩა­ვარ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბას კი­დევ ერთხელ ვა­კე­თებ და გი­დას­ტუ­რებთ. ჩა­ვარ­დნა იქ­ნე­ბა ის, რაც ამ სა­კითხს პრო­ცე­დუ­რუ­ლად გა­და­წყვეტს“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

-0:06 ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს, "ხალ­ხის ძა­ლი­სა“ და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბით, მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, „უპი­რო­ბოდ, ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე გა­იწ­ვი­ონ კა­ნონპ­რო­ექ­ტი“.

"ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა მმარ­თველ­მა ძა­ლამ, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უპი­რო­ბოდ, ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე გა­ვიწ­ვი­ოთ ჩვენს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი" - ნათ­ქვა­მია მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz