"პირველი მოსმენით მიღებული კანონის "გაწვევა" არ არსებობს..." - რას აცხადებს სერგი კაპანაძე? | Allnews.Ge

"პირველი მოსმენით მიღებული კანონის "გაწვევა" არ არსებობს..." - რას აცხადებს სერგი კაპანაძე?

"უკან და­ი­ხი­ეს ჯერ სი­ტყვით. პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის „გაწ­ვე­ვა" არ არ­სე­ბობს. სი­ტყვა­ზე კი­დევ არ ვენ­დო­ბით. ამ ხალ­ხმა, ხუნ­და­ძე­ე­ბის და და­ჩი­ბე­რა­ი­ე­ბის თა­მა­დო­ბით პრო­პორ­ცი­ულ­ზე გა­დაგ­ვაგ­დო, - ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია „გრა­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სერ­გი კა­პა­ნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც კა­პა­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, "ჯერ არაა ეს პა­ტა­რა ბრძო­ლა ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნი­ლი".

"უკან და­ი­ხი­ეს ჯერ სი­ტყვით. პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის "გაწ­ვე­ვა" არ არ­სე­ბობს. სი­ტყვა­ზე კი­დევ არ ვენ­დო­ბით. ამ ხალ­ხმა, ხუნ­და­ძე­ე­ბის და და­ჩი­ბე­რა­ი­ე­ბის თა­მა­დო­ბით პრო­პორ­ცი­ულ­ზე გა­დაგ­ვაგ­დო.

ამი­ტომ საქ­მით უნდა აჩ­ვე­ნო "გაწ­ვე­ვა". ანუ და­ა­ყე­ნო მე­ო­რე მოს­მე­ნით კენ­ჭისყრა­ზე და ჩა­აგ­დო. ეგ იქ­ნე­ბა საქ­მე. მერე ისევ შე­უძ­ლი­ათ შე­მობ­რუ­ნე­ბა, განა არ იკად­რე­ბენ, მაგ­რამ ახლა "გაწ­ვე­ვა" იქ­ნე­ბა ეს. პ.ს. და ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი უპი­რო­ბოდ უნდა გა­უშ­ვან“ - წერს კა­პა­ნა­ძე.

ცნო­ბის­თვის, დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს, "ხალ­ხის ძა­ლი­სა" და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გავ­რცელ­და, სა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე გა­იწ­ვე­ვენ მათ მიერ მხარ­და­ჭე­რილ კა­ნონპ­რო­ექტს“.

myquiz