"ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა" - რას პასუხობს ნინო ლომჯარიას ამ ბრალდებას ვაშაძე? | Allnews.Ge

"ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა" - რას პასუხობს ნინო ლომჯარიას ამ ბრალდებას ვაშაძე?

"ჩემი აზ­რით, გი­ორ­გი ვა­შა­ძე რე­ჟი­მის მო­კავ­ში­რეა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ პარ­ლა­მენ­ტის წინ რაც მოხ­და კა­ნო­ნი­ე­რია...“ - წერს ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას გი­ორ­გი ვა­შა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"დარ­ბე­ვა და­ი­წყეს მათ და მე ნი­ნო­საც მო­ვუ­წო­დებ და სხვებ­საც, რომ კარ­გად გა­ი­აზ­რეთ, რო­დე­საც ასეთ უსა­მარ­თლო გან­ცხა­დე­ბებთ აკე­თებთ. ჩვენ ყვე­ლა ერ­თად უნდა ვიდ­გეთ, ვებ­რძვით რუ­სულ რე­ჟიმს, რო­მელ­საც უნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­უქ­ვემ­დე­ბა­როს რუ­სეთს. ნუ გვაქვს ხოლ­მე რა­ღაც უე­ცა­რი აღ­ტკი­ნე­ბე­ბი. არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში მე ამას არ ვუ­პა­სუ­ხებ, ყვე­ლამ კარ­გად გა­ვი­აზ­როთ - ეს მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ უკან იყოს გა­თხოვ­ნი­ლი კა­ნო­ნი, არის დღე­საც. შე­ხე­დეთ, ხალ­ხი აქ დგას - რა­ტომ ეს­ვრი­ან ცრემლსა­დენ გა­ზებს? რა­ტომ იყე­ნე­ბენ ძა­ლას? ამა­ზე უნდა მოვ­თხო­ვოთბ პა­სუ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ჩვენს ერ­თი­ა­ნო­ბას აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

მე რაც გა­ვაჟ­ღე­რე, იყო ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან გავ­ლი­ლი და ყვე­ლას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი. ეს იყო სა­ერ­თო პო­ზი­ცია და ამას ხალ­ხმა მხა­რი და­უ­ჭი­რა. ამ­ბობს ფორ­მუ­ლას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის ლი­დე­რი, გი­ორ­გი ვა­შა­ძე".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გი­ორ­გი ვა­შა­ძემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერ­თსა­ა­თი­ა­ნი ულ­ტი­მა­ტუ­მი მის­ცა, რათა კა­ნო­ნი უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ უკან გა­მო­ეწ­ვი­ათ და გუ­შინ აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი დე­მონ­სტრან­ტე­ბი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. ულ­ტი­მა­ტუ­მის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ კი, გა­და­წყვი­ტეს, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა ალ­ყა­ში მო­ექ­ცი­ათ, რა­საც სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კვლავ აქ­ცი­ის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით დაშ­ლა გა­და­წყვი­ტა. მათ წყლის ჭავ­ლის და ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბით და­შა­ლეს პრო­ტეს­ტან­ტე­ბი, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდო­ბა არ წყვეტს ბრძო­ლას და პრო­ტესტს აგ­რძე­ლებს.