რა ხდებოდა წუხელ რუსთაველის გამზირზე? - მძიმე ღამის ქრონიკა | Allnews.Ge

რა ხდებოდა წუხელ რუსთაველის გამზირზე? - მძიმე ღამის ქრონიკა

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ვი­თა­რე­ბა თით­ქმის მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლი იყო. ად­გილ­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. 21:00 სა­ათ­ზე "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ თქვა, რომ მთავ­რო­ბას ერთ სა­ათს აძ­ლევ­და ორი მო­თხოვ­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად: ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის უკან გაწ­ვე­ვა და 7 მარტს და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. 22:00 სა­ათ­ზე ვა­შა­ძემ მო­მი­ტინ­გე­ებს მო­უ­წო­და, მშვი­დო­ბი­ა­ნი ფორ­მით პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის პი­კე­ტი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ.

ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბი გა­არ­ღვი­ეს, რა დროს სპეც­რაზმმა გა­მო­ი­ყე­ნა წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი.

aqcoa5-30955-1678337533.jpg

მას შემ­დეგ, რაც სპეც­რაზმმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის გაწ­მენ­და და­ი­წყო, მო­მი­ტინ­გე­თა ნა­წილ­მა მეტ­რო "რუს­თა­ვე­ლის­კენ" გა­და­ი­ნაც­ვლა. დე­მონ­სტრან­ტებ­მა ად­გილ­ზე ნაგ­ვის ურ­ნე­ბის­გან ბა­რი­კა­დე­ბი აღ­მარ­თეს. ად­გილ­ზე იწ­ვო­და ნაგ­ვის ურ­ნე­ბი და სხვა­დას­ხვა ნივ­თი. პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბა. მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბის ნა­წი­ლი თავს ქა­შუ­ე­თის ტა­ძარს აფა­რებს. აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სპეც­რაზზ­მა ცრემლსა­დე­ნი გაზი ქა­შუ­ე­თის ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც გა­უშ­ვა.

aqcoa56-30947-1678337542.jpg

ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე სიმ­შვი­დეა. აღ­დგა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბაც. შე­ნო­ბის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან სპეც­რაზ­მი ისევ რჩე­ბა. ად­გილ­ზე სამი ავ­ტო­ბუ­სი დგას.

dakaveba-30943-1678337552.jpg

ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

myquiz