პარლამენტთან, სადაც დილამდე ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა - აღდგა საავტომობილო მოძრაობაც
პარლამენტთან, სადაც დილამდე ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.
შენობის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმი ისევ რჩება. ადგილზე სამი ავტობუსი დგას.
რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩება პოლიციაც.
მთელ ტერიტორიაზე კი მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.
შეგახსენებთ, თბილისში მოქალაქეები აპროტესტებენ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა მხარი. 8 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაახმოვანა გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევის შესახებ. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ, წინა დღის მსგავსად, არაერთხელ გამოიყენა. პოლიცია აკავებდა დემონსტრანტებს, თუმცა დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.