პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა - აქტივისტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს: შსს იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს | Allnews.Ge

პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა - აქტივისტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს: შსს იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს

პარ­ლა­მენ­ტთან ამ წუ­თებ­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­სას­ვლელ­თან და­პი­რის­პი­რე­ბაა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის. ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც აქ­ტი­ვის­ტებ­მა პარ­ლა­მენ­ტთან გან­ლა­გე­ბუ­ლი რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბი გა­არ­ღვი­ეს. შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წყლის ჭავ­ლი და წი­წა­კის სპრეი გა­მო­ი­ყე­ნეს.

პარ­ლა­მენ­ტის ეზო­ში სპეც­რაზ­მია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მი­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მათი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ამ დრომ­დე ავ­ტო­ბუ­სებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის პი­კე­ტი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი, ისი­ნი უშუ­ა­ლოდ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ეზო­ში გა­ნა­თავ­სეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას ალ­ყა­ში მო­აქ­ცე­ვენ და მის მშვი­დო­ბი­ან პი­კე­ტი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ.