„არა რუსულ კანონს“ - პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაცია მიმდინარეობს | Allnews.Ge

„არა რუსულ კანონს“ - პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაცია მიმდინარეობს

„არა რუსულ კანონს“ - ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტის შენობისკენ სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი მიემართება მსვლელობით. მათ თან აქვთ ბანერები, მღერიან საქართველოს ჰიმნს და აცხადებენ, რომ არ სურთ ერთ დღეს „რუსეთში გაიღვიძონ“. აქედან გამომდინარე სტუდენტები აპროტესტებენ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს და საზოგადოებას, სტუდენტებს მოუწოდებენ საპროტესტო აქციაზე გავიდნენ და საქართველოს ევროპული მომავალი დაიცვან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქციაზე არიან სტუდენტები, ქალთა ორგანიზაციების წევრები და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები.