4 დეპუტატი უმრავლესობიდან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა | Allnews.Ge

4 დეპუტატი უმრავლესობიდან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო პარ­ლა­მენ­ტმა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭუ­რა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­არ­გებ­ლოდ ხმა 76 დე­პუ­ტატ­მა მის­ცა, წი­ნა­აღ­მდეგ კი 13 წა­ვი­და.

უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ 4 დე­პუ­ტა­ტი წა­ვი­და. ესე­ნი არი­ან და­ვით სერ­გე­ენ­კო, ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია, ქეთი დუმ­ბა­ძე და ირაკ­ლი მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი.

"და­ვით სერ­გე­ენ­კო, ჩა­ჩა­ი­ბა­ია, დუმ­ბა­ძე, მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი ხმა არ მის­ცეს კა­ნონს!" - წერს ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე.

ცნო­ბის­თვის, პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმა­უ­რი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ მე­ო­რე კა­ნონპ­რო­ექტს - „უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“, ის პარ­ლა­მენ­ტის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე არ გა­ნუ­ხი­ლავთ, შე­სა­ბა­მი­სად, მისი კენ­ჭისყრა ვერ შედ­გა.

„უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი წარ­დგე­ნი­ლია „ხალ­ხის ძა­ლი­დან“ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის: - სო­ზარ სუ­ბა­რის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის, დაჩი ბე­რა­ი­ას, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის, ეკა სე­ფაშ­ვი­ლის, და­ვით კა­ჭა­რა­ვას და ზაალ მი­ქე­ლა­ძის მიერ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი „გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით“, უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბად ისე­თი არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის გარ­კვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბა (20%-ზე მეტი) უცხო­ე­თი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა, ვინც „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად“ მო­ი­აზ­რე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბა­ზა­ში უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს. რე­გის­ტრა­ცი­ის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ასახ­ვა. ამავდრო­უ­ლად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ის ყო­ველ­წლი­უ­რად შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ანი­ჭებს ნე­ბის­მი­ერ დროს კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როს და სა­კი­თხის შეს­წავ­ლა-მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, მო­ნი­ტო­რინ­გის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის წარ­დგე­ნი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც „კონ­კრე­ტულ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­თა­ნა­დო მი­ნიშ­ნე­ბას შე­ი­ცავს“.

უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის თა­ვის არი­დე­ბა ან დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­უვ­სებ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვევს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ჯა­რი­მე­ბას 25 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით. პრო­ექ­ტით ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შემ­დე­გი სა­ხის ჯა­რი­მე­ბი: - იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე დაშ­ვე­ბი­დან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია არ შე­ავ­სებს გა­ნა­ცხა­დის ფორ­მას - 10 ათა­სი ლარი; დო­კუ­მენ­ტებ­ში ხარ­ვე­ზე­ბის გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში არ­გა­მოს­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 10 ათა­სი ლარი; კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ერთი თვის შემ­დეგ ჩა­დე­ნა - 20 ათა­სი ლარი.

myquiz