პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა: დაპირისპირებაა აქტივისტებსა და პოლიციას შორის - ადგილზე მიიყვანეს სპეცრაზმი | Allnews.Ge

პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა: დაპირისპირებაა აქტივისტებსა და პოლიციას შორის - ადგილზე მიიყვანეს სპეცრაზმი

პარ­ლა­მენ­ტთან ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა, ად­გილ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბაა აქ­ტი­ვის­ტებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის. სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ გამ­წვავ­და, რაც პარ­ლა­მენ­ტმა „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა.

ასე­ვე ცოტა ხნის წინ პარ­ლა­მენ­ტში ავ­ტო­ბუ­სე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი შე­იყ­ვა­ნეს. პარ­ლა­მენ­ტის ეზო­ში ამ ეტაპ­ზე სამი ავ­ტო­ბუ­სი დგას.

მე­დი­ას კვლავ არ ეძ­ლე­ვა შე­ნო­ბა­ში, მათ შო­რის ეზო­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ცნო­ბის­თვის, კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­არ­გებ­ლოდ ხმა 76 დე­პუ­ტატ­მა მის­ცა, წი­ნა­აღ­მდეგ კი 13 წა­ვი­და. პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმა­უ­რი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

myquiz