მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს აგინა | Allnews.Ge

მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს აგინა

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მოღალატეობის დაბრალება დედის გინებაზე უფრო დიდი შეურაცხყოფაა.

მიხეილ ყაველაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს გიორგი ვაშაძეს მას შემდეგ შეაგინა, რაც ვაშაძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე ხელის მომწერები სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს.

„მოღალატეს მიწოდებ, ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს? დედის გინებაზე უფრო მეტი შეურაცხყოფა მოღალატეობაა. ამას ვინ უნდა უყვიროს... გააჯ... აქედან, რა უნდა ითმინოთ, მოღალატე დედის გინებაზე უარესია, ამის დედას…“, - განაცხადა ყაველაშვილმა, რის შემდეგაც მანდატურებმა ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

myquiz