დარაჯი, კურიერი, მეეზოვე, სკოლის დამლაგებელი, მზარეულის დამხმარე... - სად შეგიძლიათ დასაქმდეთ სოციალურად დაუცველთა სახელწიფო პროგრამით და რა შეღავათებით ისარგებლებთ | Allnews.Ge

დარაჯი, კურიერი, მეეზოვე, სკოლის დამლაგებელი, მზარეულის დამხმარე... - სად შეგიძლიათ დასაქმდეთ სოციალურად დაუცველთა სახელწიფო პროგრამით და რა შეღავათებით ისარგებლებთ

სახელწიფოში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ერთი წლის წინ ამოქმედდა. ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამით სამსახურს დაიწყებენ და ხელფასი დაენიშნებათ, სოციალური დახმარებას 4 წლის განმავლობაში არ დაკარგავენ. ამ დროის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდებათ როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსი, ასევე მაზე მიბმული ფულადი თუ სხვა სახის დახმარება.

მათთვის, სურვილი გაქვთ, შეუერთდეს ამ პროგრამას, მაგრამ ჯერ კიდევ კითხვები აქვს, მათთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

რას გულისხმობს სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის პროგრამა?

საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.პროგრამა სოციალურად დაუცველ პირებს სთავაზობს რამდენიმე ალტერნატივას:

  • - საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას;
  • - ღია შრომის ბაზარზე ატვირთულ ვაკანსიას;
  • - თუ დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზებას;
  • - პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩართვას. პროგრამაში ჩართვით სოციალურად დაუცველი პირი იღებს საშეღავათო პირობებს - 4 წლის განმავლობაში და მისი სოციალური სტატუსი არ გადამოწმდება.

ვის შეუძლია საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვა?

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ, 18 წლის და უფროსი ასაკის პირს საპენსიო ასაკამდე, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს.მსურველები არ უნდა იყვნენ პარალელურად დასაქმებულები კერძო სექტორში ან თვითდასაქმებულები.

ვის და რომელ დამსაქმებლებს შეუძლიათ საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში ვაკანსიების მოწოდება?

საზოგადოებრივი სამუშაოების შესახებ ვაკანსიების მოწოდება შეუძლია, სახელმწიფო ორგანოს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ან მის მმართველობის სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ასევე, საჯარო სამართლის პირს ან სხვა ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს.

რა გამოცდილება, კვალიფიკაცია და განათლება სჭირდება საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვისთვის მოქალაქეს?

საზოგადოებრივი სამუშაოს მსურველ პირებს პროგრამაში ჩასართავად არ სჭირდებათ გამოცდილება, კომპეტენცია ან შესაბამისი განათლება. სამუშაოების მიზანია მოქალაქეებს შემოსავლების ზრდის პარალელურად, სამსახური მათ შრომითი უნარების გამომუშავებასა და გამოცდილების დაგროვებაში დაეხმაროს. იხილეთ სრულად

myquiz