პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურას წარადგენენ და კენჭს განხილვის გარეშე უყრიან | Allnews.Ge

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურას წარადგენენ და კენჭს განხილვის გარეშე უყრიან

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურას წარადგენენ და კენჭს განხილვის გარეშე უყრიან.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, მას მხარს უჭერს ასევე, ოპოზიციის ნაწილიც. სახალხო დამცველის ასარჩევად სულ 90 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

იოსელიანის კანდიდატურა უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა.

ლევან იოსელიანის კანდიდატურა პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეებმა" წარადგინა.

myquiz