როგორ ავიცილოთ თავიდან სმარტფონზე დამოკიდებულება? | Allnews.Ge

როგორ ავიცილოთ თავიდან სმარტფონზე დამოკიდებულება?

თანამედროვე ცხოვრება სმარტფონების გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ყოველთვის ვიყოთ კონტაქტზე და გვქონდეს წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე, არც ისე უვნებელია ჩვენი ფსიქიკისთვის. როგორ დავაწესოთ გონივრული ლიმიტები, რათა სმარტფონი და სოციალური ქსელები არ გახდეს ჩვენთვის ზედმეტი სტრესის წყარო?

საფეხურები:

იპოვეთ გონივრული ბალანსი სოციალური მედიის გამოყენებაში

ჩვენ ყველანი სოციალური არსებები ვართ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვებთან კონტაქტის შენარჩუნება. არ იფიქროთ, რომ ელექტრონული კომუნიკაცია ყოველთვის ცუდია. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენთვის. თუ ჩვენ თვითონ ვართ აქტიური სოციალურ ქსელში - ვაქვეყნებთ საკუთარ ფოტოებსა და ვაკომენტარებთ სხვების ფოტოებზე - ეს გვაძლევს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ მნიშვნელოვანი სოციალური კონტაქტები.

სხვა რამ არის სხვისი ცხოვრების პასიური კონტროლი. ეს შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს არაჯანსაღ ჩვევად. როდესაც მთლიანად ვართ ჩაფლულები სოციალურ ქსელებში, ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რამდენად ვისტრესებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ცოტათი უკან დაიხიოთ და სერიოზულად განიხილოთ თქვენი ურთიერთობა თქვენს სმარტფონთან და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან.

ნუ შეადარებთ თავს „ინფლუენსერებს“

"ინფლუენსერების" ამოცანაა მათი ცხოვრება ბედნიერი, საინტერესო და უდარდელი ჩანდეს. ამისათვის ისინი ყურადღებით არჩევენ და არედაქტირებენ ფოტოებს და გამოქვეყნებულ ინფორმაციას. თუ შეამჩნევთ, რომ მუდმივად ადარებთ თქვენს ცხოვრებას ბლოგერებისა და ინფლუენსერების „იდეალურ“ ცხოვრებას, უმჯობესია აღარ მიადევნოთ თვალი მათ სოციალურ ქსელში.

თვალყური ადევნეთ ტელეფონის გამოყენებას აპებით

დარწმუნებული ხართ, რომ იცით რამდენ დროს ატარებთ თქვენი სმარტფონის გამოყენებაში? ხშირად ჩვენი „ურთიერთობა“ ტელეფონთან საკმაოდ ნორმალური ჩანს, თუმცა რეალურად ჩვენ მასზე დიდ დროს ვხარჯავთ. არსებობს სპეციალური აპლიკაციები (მაგალითად, Offline ან Space), რომლებიც გვეხმარება თვალყური ადევნოთ რეალურად რამდენ დროს ვატარებთ გაჯეტთან. შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ დღეში იმაზე მეტ საათს ხარჯავთ, ვიდრე თქვენ ფიქრობდით. ამ შემთხვევაში, იგივე აპლიკაციები დაგეხმარებათ დროის ლიმიტების დაწესებაში. იხილეთ სრულად

myquiz