"არა რუსულ კანონს!" - პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს | Allnews.Ge

"არა რუსულ კანონს!" - პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარ­ლა­მენ­ტთან ე.წ. უცხო ქვეყ­ნის გავ­ლე­ნე­ბის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ის­მის საყ­ვი­რე­ბი ხმა, ასე­ვე, შე­ძა­ხი­ლე­ბი "არა რუ­სულ კა­ნონს".

მათ პარ­ლა­მენ­ტთან მო­ტა­ნი­ლი აქვთ ხის კე­დე­ლი, რო­მელ­ზეც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კა­რი­კა­ტუ­რულ სუ­რა­თებს აკ­რა­ვენ. სუ­რა­თებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი არი­ან - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, კახა კა­ლა­ძე, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ასე­ვე, პო­ლი­ცია.

ცნო­ბის­თვის, ე.წ. უცხო ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვას პარ­ლა­მენ­ტი დღე­ი­დან და­უბ­რუნ­დე­ბა.

6 მარტს და­ნიშ­ნუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა, რომ­ლის დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რო­გორც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის, ასე­ვე “უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა.

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი ორი­ვე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე წამ­ყვა­ნი კო­მი­ტე­ტია.

“უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ და “უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით გა­ნი­ხი­ლა და მხა­რი და­უ­ჭი­რა პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტებ­მა.

ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა რო­გორც პარ­ლა­მენ­ტში, ასე­ვე პარ­ლა­მენტს გა­რეთ მწვა­ვე პრო­ტეს­ტის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი წარ­დგე­ნი­ლია „ხალ­ხის ძა­ლი­დან“ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის: - სო­ზარ სუ­ბა­რის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის, დაჩი ბე­რა­ი­ას, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის, ეკა სე­ფაშ­ვი­ლის, და­ვით კა­ჭა­რა­ვას და ზაალ მი­ქე­ლა­ძის მიერ.

პარ­ლა­მენ­ტში თავ­და­პირ­ვე­ლად „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­რე­გის­ტრირ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი „გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით“, უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბად ისე­თი არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის გარ­კვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბა (20%-ზე მეტი) უცხო­ე­თი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა, ვინც „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად“ მო­ი­აზ­რე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბა­ზა­ში უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს. რე­გის­ტრა­ცი­ის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ასახ­ვა. ამავდრო­უ­ლად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ის ყო­ველ­წლი­უ­რად შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ანი­ჭებს ნე­ბის­მი­ერ დროს კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როს და სა­კი­თხის შეს­წავ­ლა-მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, მო­ნი­ტო­რინ­გის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის წარ­დგე­ნი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც „კონ­კრე­ტულ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­თა­ნა­დო მი­ნიშ­ნე­ბას შე­ი­ცავს“.

უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის თა­ვის არი­დე­ბა ან დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­უვ­სებ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვევს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ჯა­რი­მე­ბას 25 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით. პრო­ექ­ტით ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შემ­დე­გი სა­ხის ჯა­რი­მე­ბი: - იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე დაშ­ვე­ბი­დან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია არ შე­ავ­სებს გა­ნა­ცხა­დის ფორ­მას - 10 ათა­სი ლარი; დო­კუ­მენ­ტებ­ში ხარ­ვე­ზე­ბის გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში არ­გა­მოს­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 10 ათა­სი ლარი; კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ერთი თვის შემ­დეგ ჩა­დე­ნა - 20 ათა­სი ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა რი­გით მე­ო­რე - „უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უცხო­ე­თის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პირს ექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბას უცხო­ე­თი­დან იღებს.

„უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და იქ­ნე­ბა დას­ჯა­დი ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით - 5 წლამ­დე ვა­დით.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ნონპ­რო­ექ­ტით დად­გე­ნილ უცხო­უ­რი ძა­ლის აგენ­ტის კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს მი­მარ­თონ და უცხო­უ­რი ძა­ლის აგენ­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბა მო­ი­თხო­ვონ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა არ გავ­რცელ­დე­ბა დიპ­ლო­მა­ტებ­ზე, კონ­სუ­ლებ­ზე და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე. კა­ნო­ნი ასე­ვე არ შე­ე­ხე­ბა უცხო ქვეყ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, პირს, რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა და პირს, „რო­მე­ლიც რე­ლი­გი­ურ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, მეც­ნი­ე­რულ, აკა­დე­მი­ურ ან სა­ხე­ლოვ­ნე­ბო საქ­მი­ა­ნო­ბას კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ეწე­ვა“.

myquiz