ვინ არის 10 წლის განმავლობაში ძებნილი ქართველი, რომელიც იმ დროს დააკავეს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად ჩავიდა | Allnews.Ge

ვინ არის 10 წლის განმავლობაში ძებნილი ქართველი, რომელიც იმ დროს დააკავეს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად ჩავიდა

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ, ნე­ა­პოლ­ში ჩა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს, 38 წლის ირაკ­ლი ნა­რი­მა­ნი­ძეა. და­კა­ვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბას და ფო­ტოს, რო­მე­ლიც ნა­რი­მა­ნი­ძემ თბი­ლი­სი-ნე­ა­პო­ლის ავი­ა­რე­ის­ზე გა­და­ი­ღო, "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

ნა­რი­მა­ნი­ძეს სა­ბერ­ძნე­თის სა­სა­მარ­თლომ 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ორი მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის, 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ის 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იძებ­ნე­ბო­და.

იტა­ლი­უ­რი მე­დია წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ნე­ა­პოლ­ში ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ერ­თად, ნა­პო­ლი-ლა­ცი­ოს მატჩზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და.

იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სა­ჰა­ე­რო სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მოხ­და, რო­მე­ლიც მიზ­ნად არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას ისა­ხავს.

myquiz