"არ მაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი, რამ­დე­ნი ხანი დავ­რჩე­ბი" - რას საქმიანობს ამერიკაში ვახო ბიჭიკაშვილი? | Allnews.Ge

"არ მაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი, რამ­დე­ნი ხანი დავ­რჩე­ბი" - რას საქმიანობს ამერიკაში ვახო ბიჭიკაშვილი?

იუ­მო­რის­ტმა ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილ­მა უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. ჟურ­ნალ "გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ქვეყ­ნი­დან არ გაქ­ცე­უ­ლა და არც სა­მუ­და­მოდ წა­სუ­ლა, თუმ­ცა რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, ამას დრო უჩ­ვე­ნებს. ახალ­ხანს შტა­ტებ­ში მე­უღ­ლემ ჩა­ა­კი­თხა და წყვილ­მა ამე­რი­კუ­ლი არ­და­დე­გე­ბი მო­ი­წყო... ბი­ჭი­კაშ­ვი­ლის თქმით, იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლია, თან ამე­რი­კა უყ­ვარს და თავი უცხოდ არა­სო­დეს უგ­რძნია...

- ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა ამე­რი­კა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღე. ერ­თდრო­უ­ლად ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ქარ­თველ დი­ას­პო­რას­თან, რო­მე­ლიც იზ­რდე­ბა და იზ­რდე­ბა. მათ­თვის პე­რი­ო­დუ­ლად ტარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ვარ.

323913445-481037407311496-6480233376176497034-n-50882-1677917594.jpg

არ მაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი, რამ­დე­ნი ხანი დავ­რჩე­ბი. აქ გა­მოქ­ცე­უ­ლი არ ვარ, საქ­მის სა­კე­თებ­ლად ჩა­მო­ვე­დი და რო­გორც ჩემ საქ­მეს წა­ად­გე­ბა, ისე მო­ვიქ­ცე­ვი. ამ ქვე­ყა­ნას მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, დიდ პა­ტივს ვცემ და მიყ­ვარს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­შობ­ლოს დიდი მან­ძი­ლი მა­შო­რებს, თავს უცხოდ არ ვგრძნობ.

ამ ქვე­ყა­ნა­ში რომ ჩა­მო­დი­ხარ, გაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ ძა­ლი­ან ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ში ხარ. ამე­რი­კა დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნაა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. იხილეთ სრულად

myquiz