რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი?

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა პარ­ლა­მენ­ტში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პარ­ლა­მენ­ტის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე პრო­ცე­სი ჩიხ­ში მას მერე შე­ვი­და, რაც ომ­ბუდსმე­ნო­ბის 19-ვე კან­დი­და­ტი ჩა­ვარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­პუ­ტა­ტებ­მა მათ­თან სა­უ­ბარ­სა და გან­ხილ­ვა­ზე უამ­რა­ვი დრო და­კარ­გეს. მათ შო­რის ჩა­ვარ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რი­ლი სამი კან­დი­და­ტი, რომ­ლებ­საც ოპო­ზი­ცი­ის დიდი ნა­წი­ლიც ემ­ხრო­ბო­და.

ახლა შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი ისევ თა­ვი­დან იწყე­ბა, ახა­ლი ნა­კა­დის პირ­ვე­ლი კან­დი­და­ტი, პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი, ვიცე-სპი­კე­რი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი მის­მა თა­ნა­გუნ­დელ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა.

"გარ­კვე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცია გვქონ­და რო­გორც ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან, ასე­ვე მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან... ის იყო ად­ვო­კა­ტი, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ერ­თვე­ბო­და. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი უცხო არ არის ლე­ვა­ნის­თვის", - თქვა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

56697019-328438741361915-482273476711809024-n-66999-1677917116.jpg

Ambebi.ge ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის პორ­ტრე­ტით და­ინ­ტე­რეს­და. რო­გო­რი იყო დე­პუ­ტა­ტის გზა პარ­ლა­მენ­ტამ­დე, ვინ არი­ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და რა­ტომ აირ­ჩია წარ­მა­ტე­ბულ­მა იუ­რის­ტმა პო­ლი­ტი­კა...

პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფია

44 წლის პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი 2020 წელს ჩა­ი­ბა­რა. 2021 წლის 4 თე­ბერ­ვლი­დან იო­სე­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა ჩი­კა­გოს კენ­ტის სა­მარ­თლის სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლა, სა­დაც მა­გის­ტრის ხა­რისხს და­ე­უფ­ლა. მისი კა­რი­ე­რა ერთ-ერთ ბან­კში იუ­რის­ტო­ბით და­ი­წყო, შემ­დეგ კი სა­კუ­თა­რი იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია "ას­ლა­ნიშ­ვი­ლი და იო­სე­ლი­ა­ნი“ და­ა­ფუძნა. 2008 - 2016 წლებ­ში კი "ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის“ იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია. 2018 წელს და­ა­არ­სა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა“. ფლობს ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს. არის სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი. ორი წლის შემ­დეგ კი ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კა­ში მო­დის და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კით "ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“ პარ­ლა­მენ­ტში ხვდე­ბა...

img-20201228-wa0001-73240-67038-1677917143.jpg

ოჯა­ხი

ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის მე­უღ­ლეც იუ­რის­ტია. თეა ნა­სა­რი­ძეს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, სწავ­ლობ­დნენ ერთ სკო­ლა­ში, ოჯა­ხი კი სტუ­დენ­ტო­ბი­სას შექ­მნეს.

"ხში­რად ვხუმ­რობთ, - ერ­თად ბევ­რად მეტი დრო გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე-თქო. სამი შვი­ლი გვყავს.

უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, 22 წლის ანა, "თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სტუ­დენ­ტია. 18 წლის კოტე და ნა­ბო­ლა­რა 12 წლის ნი­კუ­შა. მგო­ნი, შვი­ლე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ანას­თვის, მე­გო­ბა­რი უფრო ვარ, ვიდ­რე მამა. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას რომ შე­ხე­დოთ, და-ძმა უფრო გე­გო­ნე­ბით, ვიდ­რე მამა-შვი­ლი. სხვა­თა შო­რის, ანა პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­შიც ჩემ გვერ­დით იყო. ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩემ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და“, - ამ­ბობს კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. იხილეთ სრულად

myquiz