2022 წელს ავტომობილების რაოდენობა საქართველოში 73 ათასი ერთეულით გაიზარდა - სულ რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული ქვეყანაში? | Allnews.Ge

2022 წელს ავტომობილების რაოდენობა საქართველოში 73 ათასი ერთეულით გაიზარდა - სულ რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული ქვეყანაში?

ერთ წელიწადში ავტომობილების რაოდენობა 73 ათასი ავტომობილით ანუ თითქმის 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებული იყო 1 563 200 ავტომობილი, აქედან 1 333 000 მსუბუქი.

2021 წლის მონაცემებით კი, საქართველოში 1 490 200 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, საიდანაც უმეტესობა - 1 265 900 მსუბუქი ავტომობილი იყო.

myquiz