პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა - სავარაუდოდ, დააკავეს კიდევ რამდენიმე ადამიანი | Allnews.Ge

პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა - სავარაუდოდ, დააკავეს კიდევ რამდენიმე ადამიანი

საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ, ხმაურია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა.

პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე წევრი დააკავა, არსებული ინფორმაციით, მათ შორის არიან: ვანო მაღალაშვილი, ნიკა ნარსია და ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი.

სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით კვერცხები ისროლეს.

ცნობისთვის, მანამდე პარლამენტთან პოლიციამ 4 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანინპროექტებ აპროტესტებს.

myquiz