აქცია, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის შენობის შიგნით და გარეთ - რა ხდება ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში? | Allnews.Ge

აქცია, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის შენობის შიგნით და გარეთ - რა ხდება ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში?

15:43 / 02-03-2023 "არა, რუ­სულ კა­ნონს“, "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი გვა­კარ­გვი­ნებს ევ­რო­პას“, "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნი“ - ამ სლო­გა­ნით სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მე­სა­მე სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ, რი­თაც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ "ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტებს "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ.

334271267-1593566944440369-8783253594818893402-n-1677760308.png

მათი თქმით, ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნაპ­რე­ბის არ­ჩე­ვა­ნია და რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი არ არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი, ვინც მხარს და­უ­ჭერს რუ­სულ კა­ნონს, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის მოს­პო­ბა­ზე პი­რა­დად იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მე­სა­მე სექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თველ ხალ­ხს კონ­სტი­ტუ­ცი­ით აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რომ ირ­ჩევს ევ­რო­პას და უსაფრ­თხო­ე­ბას.

"იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც აპი­რე­ბენ მხა­რი და­უ­ჭი­რონ ამ კა­ნონს, სა­ლა­პა­რა­კო აღა­რა­ფე­რი მაქვს და არ ვიცი, რა უნდა ვუ­თხრა მათ. ერ­თა­დერ­თი შე­მიძ­ლია მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ვუ­თხრა, ის, რომ ეს არის ცალ­სა­ხად რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი. ეს კა­ნო­ნი არის ზუს­ტად რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ანა­ლო­გი, ეს არის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც გვა­შო­რებს ევ­რო­პას­თან და ეს არის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კლავს ჩვენს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­აკ­რი­ტი­კა და პირ­და­პირ გვი­თხრეს, რომ გვა­შო­რებს ევ­რო­პას. აქ, იმი­სათ­ვის ვარ მო­სუ­ლი, რომ ჩემი, ჩემი ქვეყ­ნის და მე­გობ­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი და­ვიც­ვა“, - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ, იუ­რის­ტმა ნიკა სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

ხმა­უ­რი და არე­უ­ლო­ბაა პარ­ლა­მენ­ტშიც, სა­დაც საქ­მე ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლამ­დეც მი­ვი­და.

ორი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა უნდა და­ი­წყოს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ჟურ­ნა­ლის­ტებს არ უშ­ვე­ბენ. პარ­ლა­მენ­ტში მი­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შეს­ვლას ითხო­ვენ და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა სწო­რედ ამას მოჰ­ყვა. მათ სცა­დეს, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის კორ­დო­ნი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ერ­ღვი­ათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა თავ­და­პირ­ვე­ლად პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­ხე­ლო­ბის დარ­ბაზ­ში იყო და­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნის ად­გი­ლი შე­იც­ვა­ლა. ახლა სხდო­მა ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას დარ­ბაზ­ში უნდა ჩა­ტარ­დეს, რო­მე­ლიც უფრო პა­ტა­რა ზო­მი­საა და გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი ეტე­ვა, ვიდ­რე პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­ხე­ლო­ბის დარ­ბაზ­ში

myquiz