"ალისა ძალიან განიცდის მიშას მდგომარეობას" - რატომ დაარქვეს სოფო ნიჟარაძემ და მიხეილ სააკაშვილმა შვილს ელის-მარია? | Allnews.Ge

"ალისა ძალიან განიცდის მიშას მდგომარეობას" - რატომ დაარქვეს სოფო ნიჟარაძემ და მიხეილ სააკაშვილმა შვილს ელის-მარია?

სოფო ნი­ჟა­რა­ძე 3 წლის წინ დედა გახ­და, მან ამე­რი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა და გო­გო­ნას ალი­სა და­არ­ქვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ბავ­შვის მამა ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია. ამის შე­სა­ხებ 2 წლის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად სა­ა­კაშ­ვილ­მა და­წე­რა.

სოფო და ალი­სა რამ­დენ­ჯერ­მე იყ­ვნენ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. მომ­ღე­რალს ამ დრომ­დე სა­ჯა­როდ არ უსა­უბ­რია ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. თუმ­ცა "ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ში" სო­ფომ შვი­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. რო­გორც თქვა, გო­გო­ნას სა­ხე­ლი მა­მამ და­არ­ქვა.

"ალის­კა არის ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი. როცა პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე, გავ­გიჟ­დი, რომ ეს ჩემი შვი­ლი იყო. შემ­დეგ უკვე შე­მო­ვი­და სხვა გრძნო­ბე­ბი, მზრუნ­ვე­ლო­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა... თვალ­წინ მიდ­გას ახ­ლაც მისი და­ბა­დე­ბა და დღეს რომ ვუ­ყუ­რებ, უკვე რა დიდი გო­გოა. ორ­სუ­ლო­ბა­ში სულ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა სულ სხვა­ნა­ი­რია რე­ა­ლო­ბა­ში. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, მომ­თხოვ­ნი, მბრძა­ნე­ბე­ლი. ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან გა­თა­მა­მე­ბუ­ლია. უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა.

305207081-5635230719850052-7956490443725752167-n-83404-1677732908.jpg

ალის­კა პირ­ვე­ლი ამ­ბობს, მა­მას, (შემ­დეგ ედუ­ჩის, წამ­ყვა­ნი)...შემ­დეგ ყვე­ლას ჩა­მოთ­ვლის, ხოლ­მე... ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ ტე­ლე­ვი­ზორს არ ვა­ყუ­რე­ბი­ნოთ, რომ არ და­ის­ტრე­სოს. როცა მი­შას­თან მივ­დი­ვართ და ხე­დავს, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მის მდგო­მა­რე­ო­ბას. მე­კი­თხე­ბა, ავად ხომ არ არის, რო­გორ არის, პიცა უნდა გა­ვუ­კე­თო და წა­ვუ­ღოო, სულ ამას ამ­ბობს. მიშა მიყ­ვარს ძა­ლი­ან, იტყვის ხოლ­მე მოწ­მენ­დილ ცაზე. რო­გორც უკვე დიდი გოგო, ისე ფიქ­რობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს, ალის­კა მა­მა­მის­მა და­არ­ქვა, სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში იყო და პირ­ვე­ლი რაც შემ­ხვდა და თვალ­ში მომ­ხვდა, წიგ­ნი "ალი­სა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში" იყოო და ბავ­შვს ალი­სა ხომ არ და­ვარ­ქვა­თო. დავ­თან­ხმდი. მე­ო­რე სა­ხე­ლი, მა­რია მე ავურ­ჩიე, ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლია" - ამ­ბობს სოფო ნი­ჟა­რა­ძე.

myquiz