როგორ ცხოვრობენ დღეს ალუაშვილები, რომლებსაც კალაძემ 2 წლის წინ ბინა აჩუქა | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობენ დღეს ალუაშვილები, რომლებსაც კალაძემ 2 წლის წინ ბინა აჩუქა

ორი წლის წინ, აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. მე­რი­ის მიერ და­უ­კა­ნო­ნე­ბე­ლი შე­ნო­ბე­ბის დე­მონ­ტაჟს ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. ად­გი­ლი­დან გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ერთ-ერ­თმა ემო­ცი­ურ­მა ფო­ტომ მი­იქ­ცია, ასა­კი­ა­ნი მა­მა­კა­ცი, მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად დე­მონ­ტა­ჟის ად­გი­ლას იდგა.

imagetools0-66392-1677657084.jpg

თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­მონ­ტა­ჟის დროს მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლიც და­ინ­გრა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ად­გილ­ზე ისი­ნი შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდნენ. მა­მა­კა­ცი ნუგ­ზარ ალუ­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ, ბიჭი კი მისი უმ­ცრო­სი შვი­ლი ომი­კო. პა­ტა­რას დედა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და, ექ­ვსი დედ­მა­მიშ­ვი­ლი 30 კვად­რა­ტუ­ლი მეტრ გა­სა­რე­მონ­ტე­ბელ ფარ­თში ცხოვ­რობ­დნენ.

მა­ლე­ვე თბი­ლი­სის მერ­მა ოჯახს ვარ­კე­თილ­ში ბინა უყი­და და ახალ წელს ალუ­აშ­ვი­ლე­ბი ახალ სახ­ლში შეხ­ვდნენ. ალე­კო ალუ­აშ­ვი­ლი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თია. წლე­ბის მან­ძილ­ზე უმ­ცროს და-ძმებ­ზე ზრუნ­ვა მას უწევ­და. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ალუ­აშ­ვი­ლე­ბის ყოფა ბი­ნის ჩუ­ქე­ბის შემ­დეგ...

- ალე­კო, ორი წელი გა­ვი­და, აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან. მა­შინ თქვენს ოჯახს თბი­ლი­სის მერ­მა ახა­ლი ბინა გა­დას­ცა. რო­გორ ცხოვ­რობთ ახლა, ისევ იმ ბი­ნა­ში თუ ხართ.

- მი­ხა­რია, რომ გა­გახ­სენ­დით. დიახ, ისევ იმ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობთ, რო­მე­ლიც კახა კა­ლა­ძემ გვა­ჩუ­ქა. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ ყო­ფას და ცხოვ­რე­ბას, რა თქმა უნდა, ბევ­რად უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბი.

aluashvilebis-ojakhi-w-h-66435-1677657147.jpeg

- თქვე­ნი მამა და ძმა რო­გორ არი­ან, ძმა თუ სწავ­ლობს სკო­ლა­ში, რო­გო­რია ახლა თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა

- მამა და ძმე­ბიც, დე­ბიც კარ­გად არი­ან. ომი­კო სკო­ლა­ში სწავ­ლობს. საკ­მა­ოდ კარ­გი მოს­წავ­ლეა, არ არის ურჩი ბავ­შვი. რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში ვამ­ზა­დებთ მას­წავ­ლე­ბელ­თან.

- ოჯახს ფი­ნან­სუ­რად უჭირ­და, თქვენ იყა­ვით ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი, ახლა რო­გორ ახერ­ხებთ ოჯა­ხის რჩე­ნას?

- ოჯახს მა­შინ ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და, რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, მე და მამა ვმუ­შა­ობთ, მამა თბი­ლი­სის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში. შე­და­რე­ბით უკეთ ვართ, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ დიდ ოჯახს ძა­ლი­ან ბევ­რი ხარ­ჯი აქვს. ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ ჩემი და-ძმე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას. ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად ისე გა­ვა­ნა­წი­ლო ხარ­ჯე­ბი, რომ ჩა­ვარ­დნა არ გვქონ­დეს და ჯერ­ჯე­რო­ბით ვა­ხერ­ხებთ. იხილეთ სრულად

myquiz