220 480 ევრო საანაბრო ანგარიშზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე? | Allnews.Ge

220 480 ევრო საანაბრო ანგარიშზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე?

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რია, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის დღი­დან წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებს. წუ­ლუ­კი­ა­ნი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იყო 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან 2020 წლის 29 სექ­ტემ­ბრამ­დე. ამ­ჯე­რად კი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა.

მისი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი დიდ­წი­ლად ხის­ტი და კრი­ტი­კუ­ლია. ხში­რად ეხ­ვე­ვა სკან­და­ლებ­ში და ოპო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კის სა­მიზ­ნე ხდე­ბა.

წუ­ლუ­კი­ა­ნი წლე­ბია, რაც ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ა­ზეა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. წყვილს ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი - მერი, რო­მე­ლიც 2017 წელს და­ი­ბა­და. წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი დე­დაა, ის ხში­რად ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად. მე­რი­კო ეს­წრე­ბა სპექ­ტაკ­ლებს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში, და­დის დე­დას­თან ერ­თად მუ­ზე­უ­მებ­ში, გუ­შინ კა­ლათ­ბურ­თის მატჩსაც კი და­ეს­წრო ახალ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში.

332844429-1195686737980470-4372168425690373401-n-56290-1677560750.jpg

წუ­ლუ­კი­ან­მა ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2023 წლის იან­ვარ­ში შე­ავ­სო.

დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, თეა წუ­ლუ­კი­ანს 2017 წელს, მეს­ტი­ის რა­ი­ონ სო­ფე­ლი ზემო ლუ­ჰა­ში, 6000 კვ.მ. ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი გა­და­ე­ცა.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ამ კი 2016 წელს, ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დი­ლის­კა­ში, 50009 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი 7000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

მათ ქა­ლიშ­ვილს, მერი კა­კუ­ლი­ას 2020 წელს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტო­ლებ­ში 1182 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი გა­და­ე­ცა სა­ჩუქ­რად. იხილეთ სრულად