"ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს" - როდიდან დათბება საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროს, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, მომდევნო დღეებიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურაც მნიშვნელოვნად მოიმატებს.
"კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 20-25 მ/წმ იქნება. ტემპერატურა მოიმატებს და ხვალ, დღისით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში 17 გრადუსამდეა მოსალოდნელი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ამაღამ და ხვალ დილით შეიძლება მცირე თოვლი აღინიშნოს. მათ შორის, თბილისშიც. ტემპერატურა +3, +8 გრადუსის ფარგლებში იქნება.
კვირას მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო დათბება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 21 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 16 გრადუსამდე. თბილისშიც 16 გრადუსია მოსალოდნელი. 27 თებერვალს დასავლეთ საქართველოში 23 გრადუსამდეა ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 18.
27 თებერვალს თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა 18 გრადუსამდე მიაღწევს. 28 თებერვალ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა პირველი მარტიდან სითბოს ფონზე, კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი", - აცხადებს სვეტლანა ნიორაძე.