"უკვე მოკლე ხანში იქნება ომის კულმინაცია, ყველაზე ძლიერი ფაზა..." - მამუკა მამულაშვილი ომის დასაწყისსა და ბრძოლის ერთ წელზე | Allnews.Ge

"უკვე მოკლე ხანში იქნება ომის კულმინაცია, ყველაზე ძლიერი ფაზა..." - მამუკა მამულაშვილი ომის დასაწყისსა და ბრძოლის ერთ წელზე

"ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ მზად არის!" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რი, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის წლის­თავ­ზე, მა­სობ­რივ თავ­დას­ხმას გეგ­მავს.

"რუ­სებს ბე­ლა­რუ­სის მხრი­დან კრე­მა­ტო­რი­უ­მის მან­ქა­ნე­ბი შე­მოჰ­ყავთ. ეს ჩემ­თვის, რო­გორც სამ­ხედ­როს­თვის, იმის ინ­დი­კა­ტო­რია, რომ ომი და­ი­წყე­ბა. რო­გორც წესი, შემ­ტევ ოპე­რა­ცი­ას დიდი მსხვერ­პლი მოს­დევს შემ­ტე­ვი მხა­რის­თვის. ცნო­ბი­ლია, რომ შე­ტე­ვის დროს და­ღუ­პულ სა­კუ­თარ ჯა­რის­კა­ცებს რუ­სე­ბი წვა­ვენ და მერე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლე­ბად აცხა­დე­ბენ. ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის საფრ­თხის წი­ნა­შე ვდგა­ვართ...“ - ეს გა­ნა­ცხა­დი მა­მუ­ლაშ­ვილ­მა, შარ­შან, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ­დე ზუს­ტად ერთი კვი­რით ადრე გა­ა­კე­თა.

qartulilegionisfoto-2018-09-03-jady6w891izr3k-1677231337.jpg

შე­გახ­სე­ნებთ, 2022 წელს, 24 თე­ბერ­ვლის დი­ლით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა დონ­ბა­სი­სა და ლუ­განსკის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის დაც­ვის სა­ბა­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში ე.წ. სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და და უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებს ია­რა­ღის დაყ­რის­კენ მო­უ­წო­და. პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე და­ი­წყო სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის და­ბომბვა ქა­ლა­ქე­ბის შე­მო­გა­რენ­ში, მათ შო­რის, კი­ევ­ში. სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობ­და, რომ უკ­რა­ი­ნა შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას ვერ შეძ­ლებ­და და რუ­სე­თი ბლიცკ­რი­გით აი­ღებ­და კი­ევს. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს რუ­სებს, პუ­ტინ­მა კი­ე­ვი ვერც ბლიცკ­რი­გით აიღო და ვერც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომით.

თუმ­ცა დღეს, ომის და­წყე­ბის წლის­თავ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი თავ­დას­ხმა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია. ომის სუ­რა­თი იც­ვლე­ბა, და­სავ­ლე­თი რუ­სე­თის კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბას პროგ­ნო­ზი­რებს, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი კი და­მა­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბას ითხოვს.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის ერთ წელ­ზე, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გან­წყო­ბებ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ქარ­თვე­ლებ­ზე "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ჯერ კი­დევ ად­რე­ულ ასაკ­ში ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. შარ­შან, "ქარ­თულ­მა ლე­გი­ონ­მა“ ომამ­დე სამი თვით ადრე და­ი­წყო მომ­ზა­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა, დღეს მო­სა­ლოდ­ნელ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან შე­მო­ტე­ვას, ჩვენ ახლა გა­ცი­ლე­ბით კარ­გად ვართ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, ვიდ­რე ერთი წლის წინ ვი­ყა­ვით.

- უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ შარ­შან 16 თე­ბერ­ვალს ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა "ჩვენ გვე­მუქ­რე­ბი­ან დიდი ომით და კი­დევ ერთხელ ჩა­ნიშ­ნეს შე­მოჭ­რის თა­რი­ღი. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო დღეს უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ოდეს­მე...“ იმ პე­რი­ოდ­ში, ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვა ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან 130 000 რუსი სამ­ხედ­რო იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭო აცხა­დებ­და, რომ ვერ ხე­დავ­და რუ­სე­თის შე­მოჭ­რის სა­ფუძ­ველს. უფრო მე­ტიც, საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, ალექ­სეი და­ნი­ლო­ვი ამ­ბობ­და, რომ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან ვი­თა­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი იყო. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გორ შე­ძე­ლით ლე­გი­ო­ნის მომ­ზა­დე­ბა?

- არ იყო მარ­ტი­ვი. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ის იყო, რომ თა­ვად უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის იყო და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ის, რა­საც მოს­კო­ვი აპი­რებ­და. არა­ერ­თი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, შე­სა­ბა­მის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­საც კი არ გვაძ­ლევ­დნენ. ცი­ნი­კუ­რი სტა­ტი­ე­ბიც კი და­ი­წე­რა ჩვენს შე­სა­ხებ, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ ომის­თვის ემ­ზა­დე­ბაო (მერე ამის­თვის ბევ­რჯერ მოგ­ვი­ხა­დეს ბო­დი­ში). ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ და გავ­წვრთვე­ნით 10 000 კაცი - სა­მო­ქა­ლა­ქო პირი, რომ­ლებ­მაც უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლეს და დღემ­დე ას­რუ­ლე­ბენ. იხილეთ სრულად

myquiz