საქართველოში მობილიზაციას გამოქცეული რუსები მოსახლეობის თითქმის 8%-ს შეადგენენ | Allnews.Ge

საქართველოში მობილიზაციას გამოქცეული რუსები მოსახლეობის თითქმის 8%-ს შეადგენენ

გამოცემა Odessa Journal-ი წერს, რომ მობილიზაციას გამოქცეული და საქართველოში ჩამოსული რუსები მოსახლეობის თითქმის 8%-ს შეადგენენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საქართველოში, ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ მობილიზაციისგან საქართველოში გამოქცეული რუსების შემოდინება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რადგან ხალხს ეშინია ამ „მიგრაციის“ უარყოფითი შედეგების.

„იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ახლა საქართველოში და რა პოლიტიკას ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ვფიქრობ, ეს ბოლომდე არც კი აჩვენებს იმ სურათს, რაც რეალურად გვაქვს. ფაქტობრივად, პრობლემა ძალიან სერიოზულია და ის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ქვეყანა, რომელიც იკავებს ჩვენი ტერიტორიის 20%-ს, აგზავნის თავის მოსახლეობას, რომელიც უკონტროლოდ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და მასიურად ყიდულობს უძრავ ქონებას.

ვფიქრობ, რომ ისეთი დიდი საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რუსეთის მოქალაქეების ყოლა თავის ტერიტორიაზე ამ რაოდენობით საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია FREEDOM- ის ეთერში.

მისი თქმით, სისულელეა ის ფაქტი, რომ რუსები ლტოლვილებად ჩამოდიან ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაც ოკუპირებულია. იხილეთ სრულად

myquiz