მომაწერეს გეის სტატუსიც, მაშინ, როდესაც ჩემს გვერდით ქალი კი არა "ქალღმერთია" - ვინ არის და რას საქმიანობს "მისტერ ვალენტინი 2023"? | Allnews.Ge

მომაწერეს გეის სტატუსიც, მაშინ, როდესაც ჩემს გვერდით ქალი კი არა "ქალღმერთია" - ვინ არის და რას საქმიანობს "მისტერ ვალენტინი 2023"?

„მისტერ ვალენტინი საქართველოს“ არჩევის ცერემონია წელს, ტრადიციულად, 14 თებერვალს გაიმართა.

ეს ტიტული ოპერის მომავალმა მომღერალმა, 23 წლის ზურა კობიაშვილმა მოიპოვა.

snapshot-1-1676375156-1676389604-1676711572.png

ზურა კობიაშვილი ჯერ კიდევ სტუდენტია, იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობს და ნიუ-ორკში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. „ცეცხლოვან ქალბატონთან“ გადაღებულმა ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ზურა მის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ მასთან ორწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და ამერიკაშიც ერთად აპირებენ გამგზავრებას.

329347451-546237507487507-6491996446906541642-n-1676711558.jpg

ზურა სიმაღლეში 1.9 მეტრია, მისი წონა 90 კილოგრამს შეადგენს.

"ჩემთვის ეს პირველი გამოცდილება იყო. მოდელობასთან აქამდე არანაირი კავშირი არ მქონია. ძალიან მიყვარს გემოვნებიანად ჩაცმა და კლასიკური სტილი. ჩემს გამარჯვებას ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა, თუმცა იყო უარყოფითებიც. მომაწერეს გეის სტატუსიც, მაშინ, როდესაც ჩემს გვერდით ქალი კი არა "ქალღმერთია".- აცხადებს ის.

"მისტერ ვალნეტინი 2023" სწავლის დასრულების შემდეგ მეორე ნახევართან ერთად ამერიკაში წასვლას გეგმავს.

zura-kobiashvili-o-h-2-1676711920.jpeg

zura-kobiashvili-o-h-1-1676711929.jpeg