"დედა ხარ და მიხედე" - ეს სიტყვები ყველა კაცმა უნდა ამოიღოს ლექსიკონიდან | Allnews.Ge

"დედა ხარ და მიხედე" - ეს სიტყვები ყველა კაცმა უნდა ამოიღოს ლექსიკონიდან

წლე­ბია რაც ფსი­ქო­ლო­გე­ბი ბავ­შვთა აღ­ზრდა­ში მა­მის როლს სწავ­ლო­ბენ. ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის კვლე­ვე­ბი, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უფრო ნა­თე­ლი გახ­დეს თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შვი­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. ბოლო კვლე­ვე­ბით ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა გაზ­რდა­ში მა­მის წვლი­ლი დი­დია, უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი და ემო­ცი­უ­რად სტა­ბი­ლუ­რე­ბი არი­ან. ასეთ ბავ­შვებს სკო­ლა­ში აქვთ უკე­თე­სი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, მა­მე­ბი ყო­ველ­თვის ნაკ­ლე­ბად იყ­ვნენ შვი­ლის აღ­ზრდა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი. შვი­ლე­ბი დიდ­წი­ლად დე­და­ებს დაჰ­ყავ­დათ ექიმ­თან, სკო­ლა­ში, წრე­ებ­ზე... სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­ვამდყო­ფო­ში მოხ­ვედ­რილ არას­რულ­წლო­ვან­თან დღემ­დე დედა რჩე­ბა ღა­მის გა­სა­თე­ნებ­ლად. თუმ­ცა ბოლო წლებ­ში ეს მიდ­გო­მა ნელ-ნელა იც­ვლე­ბა. დი­ლას სკო­ლი­სა და ბა­ღის სი­ახ­ლო­ვეს თუ გა­ივ­ლით, ნა­ხავთ, რომ უამ­რა­ვი მამა მოჰ­ყვე­ბა მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებს სას­კო­ლო ჩან­თით ხელ­ში. ქვე­ყა­ნა­ში შვი­ლის გაზ­რდა­ში მა­მის ჩარ­თუ­ლო­ბის წილი რომ გა­ი­ზარ­და, ამის მა­გა­ლი­თია სა­ი­ტი mshoblebi.ge, რო­მე­ლიც წლე­ბია ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მშობ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტენტს ქმნის.

სა­ი­ტის რე­დაქ­ტო­რი შო­რე­ნა ბურ­დი­ლა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ სა­იტ­ზე შე­მომ­სვლელ მა­მა­კაც­თა რი­ცხვი, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით 40%-მდე გა­ი­ზარ­და.

"ბოლო დროს აღარ მი­აჩ­ნი­ათ "გმი­რო­ბად" მა­მის მიერ ბავ­შვის მოვ­ლა, გა­მოც­ვლა, ბა­ნა­ო­ბა, ექიმ­თან თუ და­ბა­დე­ბის დღე­ზე წაყ­ვა­ნა. თან­და­თან მეტი მო­მა­ვა­ლი მამა ეს­წრე­ბა მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცესს და დეკ­რეტ­ში გა­სუ­ლი მა­მე­ბიც გვყავს. ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ანს ვხე­დავთ, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი შვი­ლის მოვ­ლი­სა თუ აღ­ზრდის პრო­ცეს­ში. იდე­ა­ლურ ბა­ლან­სამ­დე ალ­ბათ მა­ინც ბევ­რი გვიკ­ლია, რად­გან დღე­საც ბევ­რი ოჯა­ხია, სა­დაც ბავ­შვე­ბის მოვ­ლა-აღ­ზრდა კვლავ მხო­ლოდ ქა­ლის მო­ვა­ლე­ო­ბად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა ფაქ­ტია, ტენ­დენ­ცია იც­ვლე­ბა და უკვე მა­მე­ბიც ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან იმ თე­მე­ბით, პრო­დუქ­ტე­ბი­თა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბით, რაც ბავ­შვე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.“

სა­იტ­ზე Mshoblebi.ge-ზე დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს კა­ტე­გო­რია "მამა“, სა­დაც ბევრ აქ­ტი­ურ და სა­მა­გა­ლი­თო მა­მა­ზე წე­რენ. რე­დაქ­ტო­რის თქმით, ამ სტა­ტი­ებს მკი­თხვე­ლიც ბევ­რი ჰყავს.

გი­ორ­გი ლო­რია საიტ kvirispalitra.ge-ს რე­დაქ­ტო­რია. რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მამა გახ­და და ამ­ბობს, რომ ამ რო­ლის მო­სარ­გე­ბად ჯერ კი­დევ ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე ემ­ზა­დე­ბო­და. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მა­მე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე მა­ინც შვი­ლის ავა­დო­ბის პე­რი­ო­დია. ამ დროს ემო­ცი­უ­რი ფონი იმა­ტებს, რისი გა­კონ­ტრო­ლე­ბაც ხში­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია...

331395180-2149468845440722-5510775178849611166-n-42694-1676623424.jpg

- ჩემი შვი­ლი 9 თვის სრულ­დე­ბა. ვიდ­რე და­ი­ბა­დე­ბო­და, მზა­დე­ბა მა­შინ და­ვი­წყე. ჩა­მოვტვირ­თე რამ­დე­ნი­მე ელ. წიგ­ნი, ვეც­ნო­ბო­დი სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ას. რე­ა­ლუ­რად, ახალ­ბე­და მშობ­ლის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ემ­ზა­დო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. ვგუ­ლის­ხმობ, იმას, რომ ბავ­შვის და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე იწყე­ბა უძი­ლო ღა­მე­ე­ბი, ჩვი­ლი ტი­რის, ვერ ხვდე­ბი რა აწუ­ხებს ან/და სურს... თუ წი­ნას­წარ არ ხარ კარ­გად შემ­ზა­დე­ბუ­ლი, მენ­ტა­ლუ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი, ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუხს ვერ იპო­ვი, რაც აჩენს დაბ­ნე­უ­ლო­ბის, გა­ურ­კვევ­ლო­ბის გან­ცდას.

მე და ჩემს მე­უღ­ლეს გვსურს, აღ­ზრდის პრო­ცეს­ში უმე­ტე­სად ჩვენ ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლე­ბი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, პე­რი­ო­დუ­ლად ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან. დღი­სით ბავ­შვი დე­დას­თა­ნაა, სა­ღა­მო­ო­ბით, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ კი მე ვი­ბა­რებ და ვცდი­ლობ, მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით და­ვას­ვე­ნო. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად მი­წევს ტე­ლე­ფონ­ში ჩა­ხედ­ვა და ვა­ტყობ, ბავ­შვსაც აქვს უკვე სმარ­ტფო­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით, გვერ­დზე ვდებ ტე­ლე­ფონს. ძი­რი­თა­დად ვთა­მა­შობთ და სხვა­დას­ხვა ახალ, ასაკ­თან შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბებ­ში ვცდი­ლობ, ჩავ­რთო. ამ თა­მა­შებს თუ აქ­ტი­ვო­ბებს ინ­ტერ­ნეტ­ში ვეც­ნო­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­იდ­ლა­ი­ნებ­სა და სა­ხელმღვა­ნე­ლო­ებს ვკი­თხუ­ლობ, რაც საკ­მა­ოდ დიდ ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს. უქ­მე­ებ­ზე ძა­ლი­ან გვიყ­ვარს პარკში ხე­ტი­ა­ლი, ბავ­შვსაც მოს­წონს და ჩვენც. იხილეთ სრულად

myquiz