რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი და მისი ოჯახი | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი და მისი ოჯახი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 31 იანვარს შეავსო.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მინისტრის საკუთრებაშია: მიწის ნაკვეთი დიღომში, რომელიც 2005 წელს ჩუქებით გადაეცა, 2013 წელს კი, დამატებით შეიძინა 1000 კვ.მ. აღნიშნულ ფართზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები და ავტოფარეხი; ასევე, ჩუქებით გადაცემული 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მესტიაში (2017 წელს).

გარდა ამისა, თეა წულუკიანის მეუღლის სახელზეა: 50009 კვ.მ მიწის ნაკვეთი ახალქალაქში, რომელიც 2016 წელს 7000 ლარად შეიძინა; ბინა თბილისში, რომელიც 2021 წელს ჩუქებით გადაეცა და მსუბუქი ავტომანქანა Cayenne, რაშიც გასულ წელს 12 000 აშშ დოლარი გადაიხადა. განაგრძეთ კითხვა

myquiz