"25 ათასი მოჰქონდა მანქანით, გზაში ის ქალი დახვდა, თავი გაუჩეჩქვა, ორმოში ჩააგდო და მისი ჩანთა გაიტაცა" - ხობში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები | Allnews.Ge

"25 ათასი მოჰქონდა მანქანით, გზაში ის ქალი დახვდა, თავი გაუჩეჩქვა, ორმოში ჩააგდო და მისი ჩანთა გაიტაცა" - ხობში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ხა­მის­კურ­თან მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. "ტვ პირ­ვე­ლის" ცნო­ბით, 49 წლის ხა­თუ­ნა ლა­ზა­რია სიკ­ვდი­ლის­თვის 25 000 ლა­რის გამო გა­ი­მე­ტეს.

მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხი ამ­ტკი­ცებს, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­მაც მე­გო­ბარს სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში თავ­ში ქვა ჩა­არ­ტყა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფულს ედა­ვე­ბო­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ხო­ბის ტყე­ში ლა­ზა­რი­აც და ზ.უ-ც მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბის შემ­დეგ კი ზ.უ-მ ხა­თუ­ნა ლა­ზა­რია მან­ქა­ნი­დან გად­მო­აგ­დო, თხრილ­ში ჩა­აგ­დო და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა."ფიც­რებს აბა­რებ­და-ხოლ­მე, 25 ათა­სი ლარი მოჰ­ქონ­და, თა­ვი­სი მან­ქა­ნით მო­დი­ო­და, გზა­ში ის ქალი დახ­ვდა, თავი გა­უ­ჩეჩ­ქვა, ორ­მო­ში ჩა­აგ­დო და ამი­სი ჩან­თა გა­ი­ტა­ცაო... ტყე­ში და­ი­ჭი­რეს" - აღ­ნიშ­ნა­ვენ მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზ.უ. ბიზ­ნეს­მე­ნია. 31 წლის ქალი 2020 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ორი კომ­პა­ნი­ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლია.

რო­გორც Ambebi.ge-ს ხა­მის­კუ­რის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი უყ­ვე­ბა, არც გარ­დაც­ვლი­ლი და არც მკვლე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი არაა. მისი თქმით, მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ცხე­და­რი სოფ­ლის მა­ცხოვ­რე­ბელ­მა კაც­მა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან გზა­ზე, ტყეს­თან ახ­ლოს იპო­ვა.

შსს-მ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

myquiz