"ჩვენ ძალიან ცუდი წარსული გამოცდილება გაგვაჩნია"- რამდენ ბალზეა მშენებლობები გათვლილი საქართველოში? | Allnews.Ge

"ჩვენ ძალიან ცუდი წარსული გამოცდილება გაგვაჩნია"- რამდენ ბალზეა მშენებლობები გათვლილი საქართველოში?

შენობა-ნაგებობის მიმართ ხარისხობრივი მოთხოვნები გარდამავალი პერიოდის სახელმწიფოებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვან თემას არ წარმოადგენს. ითვლება, რომ სეისმომედეგური მშენებლობა გრძელვადიანი პერსპექტივის საკითხია. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ადამიანები გრძელვადიან საფრთხეებზე არ ფიქრობენ.

მოსახლეობა თემის აქტუალობას მხოლოდ მაშინ აცნობიერებს, როდესაც დამანგრეველი მასშტაბის მიწისძვრები ხდება. ეს ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. ზოგადად, დამკვეთები ყურადღებას უფრო ესთეტიკას და სხვა მსგავს საკითხებს აქცევენ.

არავის უნდა, მიწისძვრის რისკების გამო გააძვიროს მშენებლობა და დაიცვას ის სტანდარტები, რომლებიც, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში აღიარებულია. ამიტომ, ამ მიმართულებით, დისკუსია ხშირად გვჭირდება, რათა შევახსენოთ ადამიანებს, რომ ასეთი რამე შეიძლება მოხდეს სეისმურად აქტიურ ზონებში და ამან შეიძლება დამანგრეველი შედეგები გამოიწვიოს.

რამდენ ბალზეა მშენებლობები გათვლილი საქართველოში?

პირველი ჩვენ უნდა ამოვიდეთ ტერიტორიის ზონის კუთვნილებიდან. ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმების გარდა, მოქმედებს დარგობრივი ტიპის გეგმები. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს სეისმური დარაიონების რუკა, რომელიც ცალკეული ტერიტორიისთვის ადგენს, თუ რამდენ ბალზე უნდა იყოს გათვლილი შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული გაანგარიშება.

მაგალითად, თბილისის შემთხვევაში, ეს არის 8 ბალიანი მედეგობა. ყველაზე მაღალი გვაქვს 9 ბალი, ყველაზე დაბალი 7 ბალიანიც გვაქვს გარკვეულ ტერიტორიებზე. რუკას რომ დახედავთ, ნახავ გადასვლას ღია წითლიდან მუქ წითლამდე. რაც უფრო მუქია არეალი, მით უფრო მაღალია მოთხოვნა სეისმომედეგ მშენებლობაზე.

რა ხდება რეალურად?

ჩვენ ძალიან ცუდი წარსული გამოცდილება გაგვაჩნია. მაგ, „სეისმომედეგი მშენებლობის“ წესებში, 2012 წლის მარტში განხორციელებული ერთადერთი ცვლილება, შეეხებოდა სტანდარტის დაწევას: „კონკრეტული სამშენებლო მიწის ნაკვეთისათვის, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს მოცემული დასახლებისათვის ბალებში დადგენილი სეისმურობის სიდიდის კორექტირება“(https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1622589?publication=0).

პრაქტიკაში ეს უფლება სიდიდეების შემცირებისთვის გამოიყენებოდა. არადა სეისმური დარაიონების რუკა ბევრი სხვა მიმართულებით საჭიროებს კორექტირებას, რაც დღემდე განუხორციელებელ ამოცანად რჩება.

როგორ ხდება ბალიანობის განსაზღვრა ცალკეულ ნაკვეთზე/ცალკეულ შენობაზე?

სეისმური დარაიონება და ბალიანობის განსაზღვრა არის ზოგადი მოცემულობა. კონკრეტულ ნაკვეთებთან დაკავშირებით, დამატებით კიდევ უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, როგორია გეოლოგიური მდგომარეობა. იხილეთ სრულად

myquiz