რამდენი მილიონის შემოსავალს იღებენ სუპერმარკეტები საქართველოში? | Allnews.Ge

რამდენი მილიონის შემოსავალს იღებენ სუპერმარკეტები საქართველოში?

"ბრინჯი იქნება, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი თუ ზეთი - 70, 60, 50, 80% არის ფასნამატი საბითუმო ფასებზე. ამას შემდეგ ემატება საცალო ფასები, ფასნამატი მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია", - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ ამ განცხადებას საზოგადოებაში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.

ღარიბაშვილი მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ ნერვს, მაღალ ფასებს შეეხო და იმპორტიორების კეთილსინდისიერ მუშაობაში თუ "გონივრულ მარჟებში" შეიტანა ეჭვი, საკითხის შესწავლა და მსხვილი იმპორტიორების დაბარება კი ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა.

პრემიერ-მინისტრის ტონი ეკონომისტებმა, ბიზნესის წარმომადგენლებმა თუ სხვებმა სხვადასხვაგვარად აღიქვეს - ზოგი მათგანის აზრით, ბიზნესთან ამგვარი საუბარი და "თითის დაქნევის" პოლიტიკა დაუშვებელია, ზოგიერთმა კი პირიქით, გადაწყვეტილება მოიწონა.

untitled-design-graph-1676282151-1676348878.png

მიუხედავად განსხვავებული დამოკიდებულებისა, საზოგადოებას კითხვები გაუჩნდა იმპორტირებული პროდუქციის ფასებსა და სუპერმარკეტების მოგების მარჟებთან დაკავშირებით. ამას კი ემატება ისიც, რომ საქართველოში ინფლაცია კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და ბოლო მონაცემებით, 9.4%-ს შეადგენს.

სწორედ ამიტომ, "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ საქართველოში არსებული უმსხვილესი სუპერმარკეტების რეიტინგს შემოსავლების მიხედვით და მათი მოგება/ზარალის 2021 წლის მაჩვენებლებს, რომლებსაც კომპანიები Reportal.ge-ზე აქვეყნებენ. განაგრძეთ კითხვა

myquiz