"ის ჯადოქარია": კვარაცხელიას 22-ე დაბადების დღე, 22-ე წუთზე გატანილი გოლი და უცხოელი კომენტატორების მილოცვა ქართულ ენაზე | Allnews.Ge

"ის ჯადოქარია": კვარაცხელიას 22-ე დაბადების დღე, 22-ე წუთზე გატანილი გოლი და უცხოელი კომენტატორების მილოცვა ქართულ ენაზე

12 თე­ბერ­ვალს, სე­რია A-ს 22-ე ტურ­ში "ნა­პო­ლიმ“ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე "კრე­მო­ნე­ზე“ 3:0 და­ა­მარ­ცხა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და "ნა­პო­ლის" მარ­ცხე­ნა გა­რე­მარ­ბი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ამ დღეს იუ­ბი­ლა­რი იყო. ქარ­თვე­ლი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი 22 წლის გახ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­კუ­თარ თავს სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი მი­უ­ძღვნა, მატ­ჩის 22-ე წუთ­ზე, "კრე­მო­ნე­ზეს" კარ­ში პირ­ვე­ლი გოლი სწო­რედ მან გა­ი­ტა­ნა.

ნე­ა­პო­ლურ­მა გუნ­დმა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბოლო 18 მატ­ჩი­დან 17 ჯა­მუ­რი ან­გა­რი­შით: 44:11 მო­ი­გო.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ან­გა­რიშ­ზე კი მიმ­დი­ნა­რე ჩემ­პი­ო­ნა­ტის 18 მატჩში 9 გოლი და 9 სა­გო­ლე გა­და­ცე­მაა.

"კრე­მო­ნე­ზეს" მე-2 გოლი ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა გა­უ­ტა­ნა, მე­სა­მე კი - ელიფ ელ­მა­სმა.

სპა­ლე­ტიმ ხვი­ჩა 83-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლა, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ის "მა­რა­დო­ნა­დან" დიდი ოვა­ცი­ე­ბით გა­ა­ცი­ლეს.

"ნა­პო­ლი“ 59 ქუ­ლით სე­რია A-ს ლი­დე­რია, უახ­ლო­ეს მდე­ვარ "ინ­ტერს“ 16 ქუ­ლით უს­წრებს და 17 თე­ბერ­ვალს გას­ვლა­ზე "სა­სუ­ო­ლოს“ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. "ინ­ტე­რი“ დღეს გე­ნუ­ა­ში "სამპდო­რი­ას“ შეხ­ვდე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას. რომ "კვა­რას" თა­მა­შით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას უკვე ვე­ღა­რა­ვინ მა­ლავს. რუსი კო­მენ­ტა­ტო­რე­ბის შემ­დეგ მას და­ბა­დე­ბის დღე ქარ­თულ ენა­ზე უკვე CBS sports - ის კო­მენ­ტა­ტორ­მა მი­უ­ლო­ცა.

kvara1-38620-1676281365.jpg

გა­მარ­ჯვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი ნე­ა­პო­ლუ­რი კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტმა აუ­რე­ლიო დე ლა­უ­რენ­ტის­მაც ვერ და­მა­ლა.

"ლა­მა­ზი "ნა­პო­ლი" "კვა­რა­თი", რო­მელ­მაც და­ბა­დე­ბის დღე დი­დე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა; ოსი­მე­ნით, რო­მე­ლიც სულ უფრო და უფრო უკე­თე­სი ბომ­ბარ­დი­რი ხდე­ბა და ელ­მა­სით, რო­მელ­მაც შეხ­ვედ­რას წერ­ტი­ლი და­უს­ვა. ასე­ვე გა­აგ­რძე­ლეთ!", - და­წე­რა დე ლა­უ­რენ­ტის­მა "ტვი­ტერ­ზე".

რა თქვა სპა­ლე­ტიმ მატ­ჩის შემ­დეგ?"პირ­ველ ტა­იმ­ში კარ­გად ვერ ვი­თა­მა­შეთ, თუმ­ცა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უკე­თე­სე­ბი ვი­ყა­ვით. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­დევ­ნო მატ­ჩებს, წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­ვაღ­წევთ, თუ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სა­კუ­თარ თა­ვებს აჯო­ბე­ბენ. მო­თა­მა­შე­ე­ბი ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ...

330346972-489452156719535-8813191407930516779-n-1676281393.jpg

"კვა­რას" და­ბა­დე­ბის დღე? მო­თა­მა­შე­ებს რამ­დე­ნი­მე ჩათი აქვთ. ბი­ჭე­ბი გა­თე­ნე­ბას არ და­ე­ლოდ­ნენ და ქარ­თველს და­ბა­დე­ბის დღე შუ­ა­ღა­მი­სას მი­უ­ლო­ცეს. ეს აჩ­ვე­ნებს, რო­გო­რი კარ­გი გან­წყო­ბაა გუნდში.

მხო­ლოდ და მხო­ლოდ აწ­მყო­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი გუნ­დი გვყავს, სა­დაც ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ. ისი­ნი მო­ე­დან­ზე თავ­გან­წირ­ვის­თვის მუ­დამ მზად არი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გას, ცხა­დია, მარ­ტი­ვად არა­ფერს დავ­თმობთ, მაგ­რამ მატ­ჩი­დან მატჩზე უნდა ვი­ფიქ­როთ, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ვაღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას", - გა­ნა­ცხა­და სპა­ლე­ტიმ.

რას წერს იტა­ლი­უ­რი მე­დია?“22 წლის გახ­და. ეს მისი პირ­ვე­ლი წე­ლია სე­რია ა-ში, მაგ­რამ ვე­ტე­რა­ნი გე­გო­ნე­ბათ. დონე, ლი­დე­რო­ბის და გო­ლის გა­ტა­ნის და­უ­ცხრო­მე­ლი შიმ­ში­ლი. მარ­ჯვნივ თუ და­ე­ლო­დე­ბი, მარ­ცხნივ წავა, თუ მარ­ცხნივ და­ე­ლო­დე­ბი - მარ­ჯვნივ. ის შე­უ­ჩე­რე­ბე­ლია. სა­წყა­ლი სერ­ნი­კო­ლა, ალ­ბათ, ეკ­რა­ნებ­ზე ისევ უყუ­რებს გოლს ნელი მოძ­რა­ო­ბით, რათა გა­ი­გოს, რა გა­უ­კე­თა მე­ტო­ქემ, ასე ად­ვი­ლად რომ მო­ა­ტყუა. "კვა­რა", გი­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს! წვე­უ­ლე­ბა­ზე "კრე­მო­ნე­ზეს" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მიწ­ვე­უ­ლი არ არი­ან", - წერს Corriere Dello Sport, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლის თა­მა­ში 7.5 ქუ­ლით შე­ფა­სა.

Goal Italia -მ ქარ­თველს 7 ქულა და­უ­წე­რა: "22 წელი 50 000 ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე გო­ლით აღ­ნიშ­ნა. 77-ე ნო­მერ­მა რთუ­ლი თა­მა­ში გახ­სნა და ნა­პო­ლი სე­რია A-ში მე-18 გა­მარ­ჯვე­ბის­კენ წა­იყ­ვა­ნა".

Calcionapoli1926: "აგ­რძე­ლებს მა­გი­ურ თა­მაშს. გა­ი­ტა­ნა გოლი, რო­მელ­მაც თა­მა­ში გახ­სნა. როცა ანა­თებს, ამ ბი­ჭის გა­ჩე­რე­ბა ძნე­ლია. ის ჯა­დო­ქა­რია მე­ტო­ქე­ე­ბის მო­სა­ნუს­ხი ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხით".

myquiz