ძვირადღირებული სამკაულები, ფერწერული ტილოები და მანქანები - "ოცნების" დეპუტატისა და მისი მეუღლის შთამბეჭდავი ქონება | Allnews.Ge

ძვირადღირებული სამკაულები, ფერწერული ტილოები და მანქანები - "ოცნების" დეპუტატისა და მისი მეუღლის შთამბეჭდავი ქონება

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­ლი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია. მისი კა­რი­ე­რა ჯერ კი­დევ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და. გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში მაქსპლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბიზ­ნეს­ში სცა­და ბედი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი დაგ­რო­ვი­ლი კა­პი­ტა­ლი მა­მის და­არ­სე­ბულ ღია უნი­ვერ­სი­ტეტს მო­ახ­მა­რა და მისი რექ­ტო­რიც გახ­და. პო­ლი­ტი­კა­ში პირ­და­პირ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­ვი­და და პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტი ჩა­ი­ბა­რა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამი­ლახ­ვა­რი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, რის გა­მოც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია. ამ­ბა­ვი ვა­კის პარკში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას ეხე­ბო­და, რო­დე­საც 14 წლის მა­რი­ტა მე­ლი­ქიშ­ვილს, პარკში მდე­ბა­რე შად­რე­ვან­ში ჩას­ვლი­სას დენ­მა და­არ­ტყა და გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ამი­ლახ­ვარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტთან შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

327289923-2697889220341300-5360703825368132706-n-42238-1676189919.jpg

"ვა­კის პარკში მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­კონ­სტრუქ­ცია. ბავ­შვე­ბი თა­მა­შო­ბენ. ჩა­უ­ვარ­და ბურ­თი. ალ­ბათ, არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო ეს ბავ­შვი. არას­რულ­წლო­ვან ბავ­შვს რომ უნდა ჰყავ­დეს მეთ­ვალ­ყუ­რე, რომ არ მოხ­დეს იმ ად­გი­ლას მისი ჩას­ვლა, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­კონ­სტრუქ­ცია და ბუ­ნებ­რი­ვია, მსგავ­სი რა­ღა­ცა ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს - არა მარ­ტო ბავ­შვის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი მო­ზარ­დის… ამა­ზე ახლა რამე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სთხოვ ვის? და ამას მე­კი­თხე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად? [უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი] ცხა­დია, უნდა იყოს", - თქვა დე­პუ­ტატ­მა მა­შინ, როცა ჯერ კი­დევ არ იყო ყვე­ლა დე­ტა­ლი ცნო­ბი­ლი ამ უბე­დურ შემ­თხვე­ვა­ზე.

ამი­ლახ­ვა­რის გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც დე­პუ­ტატ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­ჯა­როდ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

"მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით ოჯახს ამ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის ასე ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ყვე­ლა, ჩვენ მო­ზი­ა­რე ვართ ამ სა­ში­ნე­ლი ამ­ბის. ბო­დი­ში მინ­და მო­ვი­ხა­დო და მო­ვუ­ხა­დო პირ­ველ რიგ­ში გარ­დაც­ვლი­ლის სულს, მის ოჯახს და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას. არ აქვს იმის ახ­სნას აზრი, თუ რა კონ­ტექ­სტით გა­ვა­კე­თე ის გან­ცხა­დე­ბა, რაც გა­ვა­კე­თე. ეს ჩემ­თვის არის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კრე­დო, მსგავ­სი არას­დროს არ მი­ფიქ­რია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ჩემ­თვი­საც ამ კონ­ტექ­სტში ის გან­ცხა­დე­ბა, რაც გა­ვა­კე­თე, არის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი. ახლა არ მგო­ნია, ოჯახს იქეთ ვინ­მე ისე გა­ნიც­დი­დეს ამ ამ­ბავს, ვიდ­რე მე", - თქვა გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარს მე­უღ­ლე, ნინო წე­რე­თე­ლი და ორი შვი­ლი, ნუცა და ანა მია ჰყავს. საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია მისი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია და ეს გა­საკ­ვი­რი არც არის, რად­გან ამი­ლახ­ვა­რი მი­ლი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი­დან ერთ-ერ­თია. (ფლან­გვის დე­ტექ­ტო­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც 2021 წლი­საა, "ოც­ნე­ბას" 13 მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ჰყავს).

53632196-2549023015126111-6300544756388724736-n-42247-1676189954.jpg

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ამი­ლახ­ვარს თბი­ლის­ში უფიქ­სირ­დე­ბა ერთი ბინა ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე, რო­მე­ლიც ჩუ­ქე­ბით მი­ი­ღო. ამა­ვე მი­სა­მარ­თზე აქვს არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, სარ­და­ფი და მან­სარ­და. ასე­ვე უფიქ­სირ­დე­ბა ბინა ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 500 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე აქვს 10 000 ლა­რად შე­ძე­ნი­ლი დამ­ხმა­რე ფარ­თი, ასე­ვე 15 000-ად შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­ფა­რე­ხი. ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე, 5000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა დამ­ხმა­რე ფარ­თი, ასე­ვე შინ­დის­ში აქვს 798 000 ლა­რად ნა­ყი­დი ნაკ­ვე­თი.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ამი­ლახ­ვა­რის სა­კუთ­რე­ბა­შია 76 000 ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი Mercedes GLE 450, ხოლო მის მე­უღ­ლეს 52800 ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი Mercedes GLC 250 ყავს. იხილეთ სრულად

myquiz