ხიზილალა, რძე, ზეთი - პროდუქტები, რომლებიც ბავშვებისთვის სასარგებლო ჰგონიათ, თუმცა ცდებიან | Allnews.Ge

ხიზილალა, რძე, ზეთი - პროდუქტები, რომლებიც ბავშვებისთვის სასარგებლო ჰგონიათ, თუმცა ცდებიან

სასარგებლო პროდუქტებზე მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენგანს აქვს წარმოდგენა. თუმცა ძალიან სასარგებლო პროდუქტებს შორისაც არის ისეთები, რომლებიც გარკვეულ ასაკამდე ზიანის მომტანი უფროა, ვიდრე სარგებლის. ექიმები ასახელებენ 5 პროდუქტს, რომლებიც ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ვნებთ.

დავიწყოთ ყველაზე „ბავშვური“ პროდუქტით – რძით. ის ბავშვს ამარაგებს კალციუმით, ფოსფორით, A და B2 ვიტამინებით, ცილებით და კიდევ ასი სასარგებლო ნივთიერებით. და მაინც, ექიმები ძალიან ფრთხილობენ რძესთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს. ცილებისა და მინერალების სიმრავლის გამო ჩვილის ნაწლავებს მისი შეწოვა უჭირთ, მეტიც, ხშირად იწვევს ალერგიას. 12 თვემდე ბავშვებს ძროხის რძე საერთოდ არ უნდა მივცეთ - დასაშვებია მხოლოდ მარცვლეულის ფაფებში მისი მცირე რაოდენობით დამატება.

წითელი თევზი, ხიზილალა, ზღვის პროდუქტები - ეს საკვები მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებითა და ცხიმებით, მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით. ხოლო ზღვის პროდუქტები (კრევეტები, კალმარი, მიდიები და სხვ.) გამოირჩევა მინერალების სიუხვით: იოდი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, აზრი, რომ ისინი ეხმარებიან ბავშვს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ზრდაში, გაზვიადებულია. 3 წლამდე ბავშვებს საერთოდ არ უნდა მივცეთ ცხიმიანი თევზი და ზღვის პროდუქტები. იხილეთ სრულად

myquiz